გოშთელიანი: “ყოველი თამაშის წინ მოგებაზე ვიფიქრებთ”
გუშინ საქართველოს ჩემპიონატის 27-ე სეზონის პირველმა ტურმა აიღო სათავე. მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე, ცხინვალის “ცხინვალი” ტურნირის დებიუტანტ “საბურთალოსთან” 1-2 დამარცხდა.
Fanebi.Com-თან კომენტარი “საბურთალოდან” ერთ-ერთი გოლის ავტორმა, გურამ გოშთელიანმა გააკეთა.
– გურამ, პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ მოგებას. საბურთალომ უმაღლეს ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა, როგორ შეაფასებდით განვლილ დღეს?
“პირველ რიგში, დაძაბული იყო. დებიუტის ფაქტორმაც იმოქმედა. ნერვიულობაც იყო, რამაც პირველ ტაიმზე იმოქმედა. ამის შემდეგ ყველაფერი დალაგდა”.
– საკმაოდ კარგი გოლის ხარჯზე წონასწორობის აღდგენა შეძელი. რა გრძნობა დაგეუფლა გატანილი გოლის შემდეგ?
“სადებიუტო სეზონში, სადებიუტო თამაშის გამო ორმაგად გამიხარდა გატანილი გოლი”.
– რის ხარჯზე მოახერხეს ამ ახალგაზრდა ბიჭებმა სადებიუტო სეზონში, “ცხინვალთან”, ასეთი თავდაჯერებული და გაწონასწორებული მატჩის მაყურებლისთვის ჩვენება?
“ეს ყველაფერი გუნდმა მოძრაობის, რწმენისა და თავდადების ხარჯზე მოახერხა”.
– წარმატებული სტარტი სეზონზე ყოველთვის მოქმედებს. გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. რა იქნება “საბურთალოს” მიზანი მიმდინარე სეზონის განმავლობაში?
“მიზანი ამ სეზონში ერთადერთი რამ იქნება: ჩვენ უბრალოდ ყველა თამაშის წინ მაგ მატჩის მოგებაზე ვიფიქრებთ”.