გრაციანო პელემ ბოდიში მოიხადა
იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გრაციანო პელემ “სკუადრა აძურას” გულშემატკივრებს გერმანიის ნაკრებთან გაცუდებული პენალტის გამო ბოდიში მოუხადა.
პელეს თქმით, თერთმეტმეტრიანის შესრულების დროს, ის ნოიერის გაღიზიანებას არ ცდილობდა.
“იტალიელ ფანებს ბოდიშს ვუხდი. მე რომ პენალტი გამეტანა, ფენომენი გავხდებოდი, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა… საფრანგეთში ჩამოვედი, როგორც არავინ და მივდივარ ისე, როგორც არავინ.
კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, მაგრამ გთხოვთ, ნუ იტყვით იმას, რომ მე ნოიერის პროვოკაციაზე წამოგებას ვცდილობდი. ეს აზრადაც კი არ მომსვლია. ჩემი ჟესტით მინდოდა, რომ ის შუაში დარჩენილიყო. მატჩის დასრულების შემდეგ, მე და ნოიერი ერთმანეთს შევხვდით და მან მითხრა, რომ კარგი ფეხბურთელი ვარ.
რაც არ უნდა მოხდეს, ვამაყობ, რომ იტალიელი ვარ”, – ციტირებს პელეს სიტყვებს ESPN.