გრავინა: “ვისაც სეზონის შეწყვეტა სურს, ან ფეხბურთი არ უყვარს ან იტალიელები”
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გაბრიელე გრავინა, თვლის, რომ სერია A-ს სეზონის გაგრძელება იტალიელების ინტერესებში უნდა შედიოდეს.
“ვიზიარებ მინისტრ სპადაფორას იმედს, რომ სეზონის განახლებას 4 მაისს შევძლებთ ყველანაირი გაფრთხილებებისა და გარანტიების გათვალისწინებით.
ეს კომპლექსური მომენტია ჩვენი ქვენისთვის, ეკონომიკისთვისა და ფეხბურთისთვის. ფეხბურთი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინდუსტრიას წარმოადგენს. ყველანაირი პასუხისმგებლობის, შესაძლებლობებისა და გონივრულობის გათვალისწინებით, ჩვენ სწორ გზას ვიპოვით.
ვისაც სეზონის შეწყვეტა სურს, ან ფეხბურთი არ უყვარს ან იტალიელები. მათ სურთ, რომ მომავლისა და განახლების იმედი წაგვართვან. მე ბოლომდე ვიბრძოლებ ფეხბურთის დაბრუნებისთვის.
ჩვენ შევიმუშავეთ საკმაოდ მკაცრი და ფრთხილი, ამავდროულად მოქნილი პროტოკოლი, რომელსაც ხვალ მინისტრებს წარვუდგენთ,” – აცხდებს გრავინა.