“გრემიოს” მწვრთნელი: “ახალ თაობას რონალდუ მოსწონს, ძველი ჩემზე გააკეთებს არჩევანს”
ხვალ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მადრიდის “რეალი” “გრემიოს” დაუპირისპირდება.
ბრაზილიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, რანტაო გაუჩომ, რომელიც 1980-იან და 1990-იან წლებში სხვადასხვა სამხრეთამერიკულ გუნდში გამოდიოდა, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე კრიშტიანუ რონალდუს შეადარა თავი.
“დღევანდელი თაობა რონალდუს უყურებს და მისი თამაში მოსწონს. მათ მე არ ვუნახივარ. თუ წინა თაობას ჰკითხავთ, ისინი ჩვენი შედარების დროს, სხვა რამეს გეტყვიან. მათ ჩემი მატჩები ნანახი აქვთ.. შესაბამისად, ისინი მე სწორად შემაფასებენ. მინდა, წარმოვიდგინო რონალდუ იმ გუნდებში, რომლებშიც მე ვთამაშობდი. საინტერესო იქნებოდა, მოიგებდა თუ არა ის ჩემპიონატებს.”
“ახლა “რეალი” კვირაში ერთ დაპირისპირებას ატარებს. მათი მოედნის საფარი საოცარ მდგომარეობაშია.ხოლო, პორტუგალიელს ჰყავს გუნდელები, რომლებიც ნამდვილი მონსტრები არიან. ასე თამაში მარტივია. რონალდუც მონსტრია. ის მშვენიერი ფეხბურთელია. თუმცა, ის თავის ძალაზე მუშაობს და დიდი ტექნიკა არ აქვს. უბრალოდ დააკვირდით: როცა იგი მარცხენა ფლანგს ტოვებს, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს. მე უფრო მრავალფეროვანი ვიყავი, როცა მარჯვნივ ვთამაშობდი. ასევე, ცენტრსა და მარცხენა ფლანგზე ასპარეზობაც შემეძლო,” – აცხადებს გაუჩო.