გრიგალაშვილი ახალ კლუბში წარადგინეს
შოთა გრიგალაშვილი, რომელიც კარიერას კვიპროსულ “ნეა სალამისში” გააგრძელებს, ახალ კლუბში გუშინ წარადგინეს.
28 წლის ქართველი მოთამაშე სეზონის პირველ ნახევარში ამავე ქვეყნის ლიგაში ასპარეზობდა და “ომონიას” ღირსებას იცავდა. “ნეა სალამისთან” კი კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
გრიგალაშვილის ახალი კლუბი კვიპროსის 12-გუნდიან ჩემპიონატში 14 ტურის შემდეგ მე-9 პოზიციაზეა.