გრიზმანი: “ატლეტიკო” და “რეალ სოსიედადი” მუდამ დარჩებიან ჩემ გულში”
კატალონიის “ბარსელონას” ძვირადღირებულმა ახალწვეულმა, ანტუან გრიზმანმა, თავის ყოფილ კლუბებსა და ადაპტაციის პროცესზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ფრანგი შემტევის სანაცვლოდ “ბლაუგრანამ” “ატლეტიკოს” 120 მილიონი გადაუხადა.
“ბარსელონაში” თავს კარგად, ძალიან კარგად ვგრძნობ. რასაკვირველია, უდიდესი პასუხისმგებლობა მაკისრია და ამას სრულად ვაანალიზებ. გასახდელში მშვენივრად მიმიღეს – ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და ექიმებმა. ბედნიერი ვარ ასეთ კლუბში გადასვლით. იმედია, ადაპტაციის პროცესი სწრაფად ჩაივლის.
როდესაც “ბარსელონაში” ტრასნფერი დადასტურდა მამაჩემს დავურეკე და ავტირდი. მან ყოველი დეტალის შესახებმ მაცნობა. იმ მომენტში მეგობრებთან და მეუღლესთან ერთად ვიყავი. დაუჯერებელი იყო.
რაც შეეხება “ატლეტიკოსა” და “რეალ სოსიედადს”, ისინი მუდამ დარჩებიან ჩემ გულში. ორივე კლუბმა ძალიან ბევრი მომცა და ისინი რომ არა, მე ამ დონემდე ვერ მოვაღწევდი,” – ვციტირებთ მსოფლიო ჩემპიონის სიტყებს.