გრიზმანი „ატლეტიკოს“ მარტის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
„ატლეტიკოს“ ნახევარმცველი ანტუან გრიზმანი კლუბის გულშემატკივართა მიერ მარტის საუეკთესო ფეხბურთელად დასახელდა, იუწყება მადრიდელთა პრესსამსახური.
წინა თვეში ფრანგმა პრიმერა დივიზონის ოთხ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა., გრიზმანმა თავი „რეალ სოსიედადთან“ (3:0), „ვალენსიასთან“ (3:1), „დეპორტივოსთან“ (3:0) და ხიხონის „სპორტინგთან“ (1:2) მატჩებში გამოიჩინა.
პრიმერას მიმდინარე სეზონში გრიზმანის ანაგრიშზე ჯამში 33 მატჩი და 20 გოლია.