გრიზმანი: “იუვე” ჩემპიონთა ლიგას, ბუფონი კი ოქროს ბურთს მოიგებს”
მიმდინარე სეზონში მადრიდის “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიან ორთაბრძოლაში კიდევ ერთხელ დამარცხდა თანქალაქელ “რეალთან” და ტურნირის დატოვება მოუწია.
“როხიბლანკოს” ლიდერმა, ანტუან გრიზმანმა ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
“დაძაბული ფინალი გველის. თუმცა, ვფიქრობ, გამარჯვებული ტურინის “იუვენტუსი” იქნება. ოქროს ბურთი კი, ლოგიკურად, ჯანლუიჯი ბუფონს შეხვდება.”
გრიზმანმა მომავალზეც ისაუბრა.
“გუნდის დიდ მიზნებში მაშინ კიდევ უფრო დარწმუნდებით, როცა პრეზიდენტი სერიოზულ ტრანფერებს განახორციელებს. პირადად მე “ატლეტიკოში” ძალიან ბედნიერი ვარ. აგენტს ვესაუბრე და ყველაფერი გადავწყვიტეთ. პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ჩინეთში წასვლას არ ვაპირებ. მინდა, ტიტულები, ბევრი ტიტულები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ “ატლეტიკოსთან” ერთად წარმატებას მივაღწიო!” – განაცხადა გრიზმანმა.