გრიზმანი პარიზში წასვლას არ აპირებს
“რეალ სოსიედადის” ნახევარმცველმა ანტუან გრიზმანმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ უცხოურ პრესაში რამდენიმე დღის წინ გრიზმანისადმი “პსჟ”-ს ინტერესეის შესახებ გავრცელდა ცნობები. სწორედ ამ ინფორმაციას გამოეხმაურა გრიზმანი სოციალურ ქსელში.
“პარიზულ კლუბთან მოლაპარაკებას ადგილი არ ქონიდა და იქ წასვლას არც ვაპირებ” – წერს ფეხბურთელი.
პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში გირზმანმა 26 მატჩი ჩაატარა და 15 გოლთან ერთად სამი საგოლე პასიც შეასრულა.