გრიზმანი: “შესაძლოა, გერმანიაში ვითამაშო, მათ შემტევი ფეხბურთი უყვართ”
მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგმა თავდამსხმელმა, რომელიც ზაფხულში ძალიან ახლოს იყო “ბარსელონაში” გადასვლასთან, აცხადებს, რომ საკმაოდ დიდია შანსი, მომავალში ის გერმანულ ბუნდესლიგაში ვიხილოთ.
“შესაძლოა, მომავალში ბუნდესლიგაშიც ვითამაშო, თუმცაღა “ატლეტიკოში” თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ჩვენ ბრწყინვალე პროექტი გვაქვს, რომლის პოტენციალშიც დარწმუნებული ვარ. მინდა კლუბს ზრდაში დავეხმარო და ამ პროცესის პარალერულად თავადაც განვვითარდე.
გერმანული ბუნდესლიგაში შემტევ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას. ამის ნათელი მაგალითი დორტმუნდის “ბორუსიაა”. თუმცა, პირველ ადგილზე მაინც ესპანეთის ჩემპიონატს დავაყენებდი, შემდეგ კი ბუნდესლიგასა და პრემიერ ლიგას.
მართალია, ყველა პრემიერ ლიგაზე საუბრობს, თუმცა ჩრდილში მყოფი ბუნდესლიგა დიდად არ ჩამორჩება ინგლისის ჩემპიონატს. იქ ძალიან ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელი თამაშობს,” – აცხადებს გრიზმანი.