გრიზმანი: “ურუგვაი ჩემი მეორე სახლია”
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა განაცხადა, რომ ურუგვაი მისი მეორე სახლია და მისთვის ურუგვაელების წინააღმდეგ თამაში ემოციური იქნება.
ურუგვაისა და საფრანგეთის ნაკრებები 6 ივლისს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
“ურუგვაი ჩემი მეორე სახლია. ეს ქვეყანა და ურუგვაელი ადამიანები მიყვარს, იქ ბევრი მეგობარი მყავს. ვფიქრობ, კარგი და ემოციური თამაში გველის”, – ციტირებს გრიზმანის სიტყვებს “მარკა”.
როგორც იცით, გრიზმანი 2005 წელს, 14 წლის ასაკში “რეალ სოსიედადის” აკადემიაში ჩაირიცხა. ცნობილია, რომ მას ესპანურ ფეხბურთთან ადაპტაციაში ურუგვაელი მწვრთნელი მარტინ ლასარტე ძალიან დაეხმარა. გრიზმანის უახლოესი მეგობარი კარლოს ბუენოც ურუგვაელია. მადრიდის “ატლეტიკოში” გადასვლის შემდეგ ფრანგი თავდამსხმელი დიეგო გოდინის ახლო მეგობარი გახდა, დღეს გოდინი გრიზმანის ქალიშვილის ნათლიაა.