გრიზმანი: „ვარსკვლავი არ ვარ“
მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი, რომლითაც ევროპის წამყვანი კლუბები ინტერესდებიან, თავისი ამჟამინდელი კლუბის ვარსკვლავად თავს არ თვლის.
„მწვრნელის მსგავსად, თანაგუნდელებს ჩემი სჯერად. ვიცი, რომ ისინი ჩემგან გოლებსა და შედეგიან გადაცემებს ელიან. ვცდილობ, მათი მოლოდინი ყოველ შეხვედრაში გავამართლო. თუმცა, „ატლეტიკოს“ ვარსკვლავი არ ვარ, ვარსკვლავი – მთელი გუნდია.
აქ იმისთვის ვარ, რომ ყოველდღე ვიმუშავო, პროგრესს მივაღწიო და ჩემი ადგილი მოვძებნო. იმედია, გუნდს უფრო მეტს მივცემ“, – განაცხადა ფრანგმა.