გრიზმანის ჰეთთრიკი და ,,ატლეტიკოს” დამაჯერებელი გამარჯვება

თარიღი: დეკემბერი 22, 2014

ლა ლიგის მე-16 ტურში ბილბაოს „ატლეტიკმა” საკუთარ კედლებში ,,ატლეტიკო” მიიღო. მასპინძლებისთვის თამაში კარგად დაიწყო. მათ მატჩის მე-17 წუთზე ანგარიში გახსნეს. პირველი ნახევარი ბასკებმა მოიგეს.

სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა განსხვავებული მეორე ნახევარი იხილა.  ,,ატლეტიკომ” თამაშის სურათის შეცვლა მოახერხა. მადრიდელებმა მეორე ტაიმში მასპინძლებისთვის 4 უპასუხო გოლის გატანა შეძლეს. სტუმართა მხრიდან ყველაზე შედეგიანი ანტუან გრიზმანი იყო. მან თამაში ჰეთთრიკი შეასრულა (46′,73′,81′ წუთებზე).  ,,ატლეტიკოს” მხრიდან  მეორე გოლი პენალტით გავიდა. იგი გარსიამ შეასრულა 53-ე წუთზე.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

მსგავსი სიახლეები