გრიზმანმა ბენზემას მიერ ჟირუს მისამართით ნათქვამ სიტყვებზე კომენტარი გააკეთა
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელ Instagram-ში, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს კარიმ ბენზემამ ოლივიე ჟირუსთან შედარებაზე კომენტარი გააკეთა.
ბენზემამ თქვა: “ნუ შეადარებთ ფორმულა 1-ის მანქანას კარტინგის მანქანას, მე ფორმულა 1 ვარ. ის (ჟირუ) განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს, მაგრამ თავისი პლუსები აქვს. ვინმეს მოსწონს მისი თამაშის სტილი? არ ვიცი…”
მის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის შესახებ კომენტარის გაკეთება ანტუან გრიზმანს სთხოვეს. “ბარსელონას” თავდამსხმელს ორივე მათგანთან ერთად უთამაშია.
გრიზმანის კომენტარი
“ვერ ვუპასუხებ ისეთ შეკითხვას, რამაც შესაძლოა უხერხულ სიტუაციაში ჩამაგდოს. მე ოლივიე ჟირუ მიყვარს, ის კარგი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაგვეხმარა. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია”, – ციტირებს გრიზმანის სიტყვებს Goal.Com.