გრიზმანს 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა სურს
რუსეთში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა ცნობილ თანამემამულე სპორტსმენებთან ისაუბრა. გრიზმანს კითხვებს უსვამდნენ ბიატლონში ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარტინ ფურკადი, ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი, ოლიმპიური ჩემპიონი კრივში ტონი იოკა, ევროპის ჩემპიონი ფრენბურთში ირვინ ნგაპეტი და სხვა ტიტულიანი ფრანგი სპორტსმენები.
ფურკადმა გრიზმანს ჰკითხა, ითამაშებს თუ არა 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საფრანგეთის ნაკრებში.
“რა თქმა უნდა! მინდა, რომ იქ ვითამაშო. ეს ხომ ნამდვილი ოცნებაა! საფრანგეთში ჩატარებული ევრო-2006 შესანიშნავი რამ იყო. მინდა, რომ იგივე განვიცადო 2024 წლის ოლიმპიადაზეც. ეს ძალზე საინტერესოა”, – უპასუხა გრიზმანმა.
სეოკ-ის პრესსამსახური