გრიზმანს დაუსტვინეს – რა მოხდა “ატლეტიკო” – “ეიბარის” მატჩში (ფოტო)
20 მაისს, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო, 38-ე ტურში მადრიდის “ატლეტიკომ” საკუთარ მოედანზე “ეიბარი” მიიღო მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.
მასპინძელთა სათადარიგო შემადგენლობაში იყო ანტუან გრიზმანი, რომელიც თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო. ფრანგი თავდამსხმელის მოედანზე შემოსვლის შემდეგ, როცა ის ბურთს ეხებოდა, ყველა შემთხვევაში “ატლეტიკოს” ფანები სტვენას იწყებდნენ. როგორც იცით, ესპანური მედია გრიზმანის “ბარსელონაში” შესაძლო გადაბარგების შესახებ სულ უფრო ხშირად წერს. მადრიდელი ფანები თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ მათი ერთ-ერთი ლიდერი კატალონიურ კლუბში გადავა.
სტვენის გამო, “ატლეტიკოს” მცველი, დიეგო გოდინი სათადარიგოთა სკამიდან წამოდგა და გულშემატკივრებთან მივიდა. ურუგვაელმა მათი დამშვიდება სცადა და უთხრა, რომ გრიზმანი გუნდში რჩება.
Godín se acercó a uno de los fondos del Wanda Metropolitano para pedirle a la afición que dejara de pitar a Griezmann. El delantero lo estaba pasando mal. El público reaccionó con una ovación para el francés. (La foto del momento es de @oreymarcos) pic.twitter.com/DQjtRITsbE
— David De las Heras (@David_Heras) May 20, 2018