გუგა ფალავანდიშვილი: „ვეცდებით გულშემატკივარს მადლობა ჩვენი კარგი თამაშით გადავუხადოთ“

თარიღი: თებერვალი 8, 2015
XXVI ეროვნული ჩემპიონატის დასაწყისში გორის „დილაში“ საკმაოდ საინტერესო და ნიჭიერი ნახევარცველი გუგა ფალავანდიშვილი გამოჩნდა. თავიდანვე თავისი შრომისუნარიანობითა და თავდადებული თამაშით გულშემატკივრებში დიდი სიმპათია დაიმსახურა და იგი დღეს „დილას“ ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად მოიაზრება. მან ჩვენი ვებ-გვერდისთვის მცირე კომენტარი გააკეთა.

 

გუგა ფალავანდიშვილი: „კარიერა გაგრის საფეხბურთო კლუბში დავიწყე, სადაც ბავშვობის პერიოდში პაატა გოცირიძემ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს სწორად განვითარებაში. შემდეგ გადავედი თბილისის „დინამო 2“-ში, რომელსაც ჩვენი ამჟამინდელი თავკაცი უჩა სოსიაშვილი წვრთნიდა. უჩამ თავიდანვე გამომიცხადა ნდობა და სწორედ მისი დამსახურებაა ჩემი გორის „დილაში“ მოწვევაც. რაშიც მისი ძალიან დიდი მადლიერი ვარ.

გორის „დილა“ ჩემი პირველი უმაღლესი ლიგის გუნდი გახლდათ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო უჩა სოსიაშვილს ნდობისთვის და ვფიქრობ, რომ ვამართლებ ჩემდამი გამოცხადებულ ნდობას. მოვხვდი ძალიან კარგ გუნდში როგორც მწვრთნელების, ასევე ხელმძღვანელების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ჩვენს მიერ ჩატარებულ პირველ წრეს, ვთვლი რომ შედეგი დამაკმაყოფილებელია. რომ არა რამოდენიმე შეხვედრაში დასანანად დაკარგული ქულები, პირველ წრეს პირველ ადგილზე დავასრულებდით. ამჟამად გუნდი თურქეთში ნაყოფიერ შეკრებას გადის. ჩავატარეთ სამი ამხანაგური შეხვედრა და ჩემი აზრით, ამ მატჩებში ურიგოდ არ გვიასპარეზია. ამ ეტაპზე აქცენტი გადატანილია თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ვფიქრობ, რომ ეს შეკრება ნაყოფიერად ჩაივლის და გუნდი კვლავ ითამაშებს ლამაზ და გააზრებულ ფეხბურთს.

აქვე მინდა ჩვენს გულშემატკივრებს თანადგომისათვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომელსაც ისინი ჩვენს მიმართ იჩენენ და ამას ყველგან ვგრძნობთ. გორში თითოეული შეხვედრა ზეიმის ტოლფასია და ჩვენც ფეხბურთელებს გვინდა მადლობა გულშემატკივრებს კარგი და შედეგიანი თამაშით გადავუხადოთ.“

„დილას“ პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა, საუკეთესო მე-3 ადგილოსანი აღმოჩნდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვეინალდუმისა და დე იონგის ჟესტი გოლის შემდეგ (ფოტო, ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ჰოლანდიისა და ესტონეთის ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-6 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მატეო კოვაჩიჩის კომენტარი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, მატეო კოვაჩიჩმა საქართველოსთან მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, საქართველოს [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “ტოტენჰემმა” მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა

ლონდონის “ტოტენჰემმა” გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა. ამ ინფორმაციას ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრც...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთა, ხორვატიის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით, 2-1 დამარცხდა. ანგარიში მე-19 წუთზე გიორგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იურგენ კლოპი: “ყველაზე მეტად “სევილიას” სტადიონზე თამაში არ მიყვარს̶

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სტადიონი, რომელზეც ყველაზე მეტად არ უყვარს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიტუაცია გამოუვალია – პოჩეტინო დენიელ ლევის შეხვდა

“ტოტენჰემში” არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით კლუბის დირექტორი და მთავარი მწვრთნელი ერთმანეთს შეხვდნენ. The Telegraph-ის ცნობით, [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხორვატია – საქართველო (სასტარტო შემადგენლობები)

19 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ხორვატიის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდა

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ისევ ლუის ენრიკე გაწვრთნის. ეს ინფორმაცია დღეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აზარი: “ბენზემა ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია”

მადრიდის “რეალის” შემტევმა, ედენ აზარმა განაცხადა, რომ კარიმ ბენზემა ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია. “ბენზემასთან ერთად [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კავანი მესის: “მოდი, ვიჩხუბოთ” (ვიდეო)

18 ნოემბერს ისრაელში არგენტინისა და ურუგვაის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ 2:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ადრიან გულა: “საქართველოს ნაკრების მიზანი ნათელი იყო”

სლოვაკეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან გულამ საქართველოსთან გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაისი: “კარგი და ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება გვსურს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ხორვატიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა. “ჩვენ, [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესის არანორმალური მოქმედება ურუგვაისთან მატჩში (ვიდეო)

არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩის 22-ე წუთზე ლიონელ მესიმ რამდენიმე მეტოქის გარემოცვაში ბრწყინვალედ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიტე: “მესი პელეზე უკეთესია? ვინც პელეს ვინმეს ადარებს, არაფერი გაეგება”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელ ტიტეს ლიონელ მესისა და პელეს შედარება სთხოვეს. ბრაზილიელმა სპეციალისტმა განაცხადა, […]...
წაკითხვა