გულიტი: „ზეედორფის სამუშაოს შეფასება ჯერჯერობით ადრეა“
„მილანის“ ექს-ფეხბურთელმა რუდ გულიტმა გულშემატკივარს კლარენს ზეედორფის მუშაობის შეფასებისგან ჯერჯერობით თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
„ზეედორფი გუნდში არც თუ ისე კარგ პერიოდში მივიდა. მას საკმარიი დრო არ ჰქონდა, რათა „როსონერისთვის“ თავისი სათამაშო ხედვა წარედგინა. ამიტომაც, მისი მუშაობის შეფასება ჯერჯერობით ადრეა. ვფიქრობ, დასკვნის გამოტანა მხოლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისა და შეკრების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – თვლის გულიტი.
ალექსანდრე მატევოსოვი