გულშემატკივარმა პირველი ტურის შემდეგ „ლესტერის“ ჩემპიონობაზე დადებული თანხა დაიბრუნა
მიმდინარე სეზონის დაწყების წინ „ლესტერ სიტის“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა თავისი საყვარელი გუნდის ჩემპიონობაზე ნახევარი ფუნტი დადო, მაშინ, როდესაც ამ მოვლენის კოეფიციენტი 5000-ს შეადგენდ, იუწყება „ევროსპორტი“. პირველ ტურში „ლესტერის“ „სანდერლენდთან“ ანგარიშით 4:2 მოგების შემდეგ გულშემატკივარმა თანხის მთლიანად გამოტანა გადაწყვიტა. აქედან გამომდინარე, „ლესტერის“ ჩემპიონობის ძალიან დიდი ალბათობით გათვალისწინებით, მან ხელიდან 2500 ფუნტის მოგების შანსი გაუშვა. ამასთან დაკავშირებით საბუკმეკერო კომპანია „Ladbrokes“-მა სპეციალური განცხადებაც გამოაქვეყნა:
„ეს ისტორიაში როგორც თანხის ყველაზე ცუდი განაღდება შევა. ბევრმა თანხა სეზონის შუა ნაწილში დაიბრუნდა, თუმცა პირველი მატჩის შემდეგ ასე მხოლოდ ის მოიქცა. მზად ვართ, მას გასვლით შეხვედრებზე დასწრება დავუფინანსოთ და შემდეგი სეზონისთვის კიდევ ერთი ფსონის გაკეთებას ვთავაზობთ“.