გულშემატკივრების რჩეული დევიდ მოიესია
ცნობილმა ინგლისურმა გამოცემამ Sky Sports-მა გამოკითხვა ჩაატარა თუ ვინ უნდა გახდეს შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
გულშემატკივრების უმეტესობამ მხარი “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ევერტონის” ყოფილ მწვრთნლეს დევიდ მოიეს დაუჭირა.
მას შემდეგ, რაც შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გორდონ სტრაჩანი დაითხოვა. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ჩაატარა ინგლისურმა გამოცემამ გამოკითხვა.
დავიდ მოიესი ბოლოს “სანდერლენდს” წვრთნიდა, მას შემდეგ, რაც კლუბი ჩემპიონშიპში დაქვეითდა მოიესი პოსტიდან გაანთავისუფლეს.