გუნდების რაოდენობის გაზრდა 11 ივლისს, აღმასკომზე გადაწყდება

თარიღი: ივლისი 8, 2014

დღეს, სფფ-ის ოფისში ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგიში შემდეგი საკითხები იყო შეტანილი:

1. საქართველოს 2014-15 წწ. XXVI ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ;

2. სფფ-ის XXIII ყრილობის საპროცედურო რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

3. სხვადასხვა

პირველი საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, სხდომამ მედიისა და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ფედერაციის შენობასთან ბათუმელმა, მარტვილელმა, სამტრედიელმა და სხვა გულშემატკივრებმა მოიყარეს თავი და ვინაიდან ისინი ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდას უჭერდნენ მხარს, მოუთმენლად ელოდნენ აღმასკომის გადაწყვეტილებას.

აღმასკომის სხდომას სპორტის მინისტრი – ლევან ყიფიანიც ესწრებოდა. აქვე გეტყვით, რომ შეხვედრებზე, რომლებიც დღევანდელ სხდომას წინ უსწრებდა, მოხდა პრინციპული შეთანხმება მთავრობისა და სფფ-ის პოზიციებს შორის, რაც გუნდების რაოდენობის გაზრდასა და მომავალი წლის სეზონიდან განვითარების პროექტის ამოქმედებას ეხება.

ზვიად სიჭინავამ, რევაზ არველაძემ და ლევან ყიფიანმა აღმასკომის წევრებს დაწვრილებით განუმარტეს ამ შეთანხმების ყველა დეტალი. წლევანდელი სეზონი იქნება ე.წ. „გარდამავალი ეტაპი“ იმისათვის, რომ სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით გუნდები ფეხზე დადგნენ და მდგომარეობა დარეგულირდეს. ფაქტია, რომ სახელმწიფოს ინტერესი და მზაობა ძალზე დიდია, რადგან ქვეყნის მთავრობამ გუნდების გაზრდილი რაოდენობის შემთხვევაში მათ დაფინანსებას მხარი დაუჭირა. სფფ-ის პრეზიდენტის დავალებით, სამი დღის ვადაში, ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილება და გენერალური სამდივნო მოამზადებს 12 – 14  და 16-გუნდიანი ჩემპიონატების რამდენიმე ვარიანტს და ეს განხილული იქნება პარასკევს, 15:00 საათზე სფფ-ის აღმასკომის მორიგ სხდომაზე, რომელსაც კვლავ დაესწრება სპორტის მინისტრი. აღმასკომი საუკეთესო ვარიანტზე შეჯერდება და მხოლოდ პარასკევს გადაწყდება, რამდენგუნდიანი ჩემპიონატი იქნება ახალ სეზონში.

ამის შემდეგ, ზვიად სიჭინავა და ლევან ყიფიანი ერთად გავიდნენ მედიასთან და ერთობლივი კომენტარები გააკეთეს.

ზვიად სიჭინავა: „აღმასკომამდე, ჩვენ გვქონდა შეხვედრები ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებთან და მოვილაპარაკეთ, რომ სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს იმ თანხების მოძიება, რითიც ამ სეზონში კლუბებს დააფინანსებს. ანუ დაფინანსდეს ეს ერთი საფეხბურთო სეზონი. საუბარია გუნდების რაოდენობის გაზრდაზე. 12 იქნება, 14 თუ 16, ეს ყველაფერი გადაწყდება და გამოცხადდება პარასკევს. მანამდე, როგორც გითხარით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები თანხების თაობაზე უნდა შეჯერდნენ. ერთი წლის შემდეგ კი, უკვე ამუშავდება ის დიდი პროექტი, რომელზეც დიდი ხანია ვმსჯელობთ და ვმუშაობთ.“

ლევან ყიფიანი: „ახლა ძალიან რთულია ბიუჯეტიდან თანხების მოძიება, მაგრამ რა ფინანსური დახმარებაც იქნება, ეს კლუბებს მისცემს საშუალებას, სეზონი ნორმალურად ჩაამთავრონ. ჩვენ ამას დავარქვით გარდამავალი ეტაპი და რა ფორმატში ვიმუშავებთ, ამას უკვე იმ ფინანსებით განვსაზღვრავთ, რასაც მოვიპოვებთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული პრინციპი და აქედან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ფედერაციის აღმასკომი.“

ამ სიახლეს სფფ-სთან შეკრებილი გულშემატკივარი ტაშით შეხვდა. ის, კი, რა ფორმატის იქნება წლევანდელი ეროვნული ჩემპიონატი, პარასკევს, აღმასკომის მორიგ სხდომაზე გადაწყდება.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან და ხორვატიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო ოფიციალური და ამხანაგური მატჩებისთვის მზადება 11 ნოემბერს დაიწყო. ვლადიმირ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ჩემპიონატში მეკარემ დუბლი შეასრულა (ვიდეო)

საქართველოს მე-3 ლიგაში მესამე ადგილზე მყოფმა “არაგვმა” უკვე მე-2 ლიგაში აღზევებული მარტვილის “მერანი” მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავმა” “ბარსელონელი” ლიონელი დაიმატა

ეროვნული ლიგა 2-ის მე-3 ადგილოსანმა, საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” კატალონიის “ბარსელონას” აკადემიის, ლა მასიის აღზრდილი, კამერუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ესპანეთის სუპერთასი ოთხი კლუბის მონაწილეობით, საზღვარგარეთ ჩატარდება

ესპანურ ჟურნალ-გაზეთებში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, ესპანეთის სუპერთასი მომდევნო სამი წლის მანძილზე საუდის არაბეთის ტერიტორიაზე […...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრეზიდენტობის შემთხვევაში, პიკე “ბარსელონაში” სამ ლიდერს დააბრუნებს

კატალონიის “ბარსელონას” მცველი, ჟერარ პიკე, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ კლუბის პრეზიდენტობის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს. რო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის ენრიკეს ინგლისის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, “ემირეიტს სტედიუმზე” იწვევენ. ამ ინფო...
წაკითხვა
ფეხბურთი

უზარმაზარი ლომი სტადიონის სახურავზე – როგორ აღნიშნა “ესტუდიანტესმა” საკუ

არგენტინული კლუბი “ესტუდიატენსი” 13 წლის შემდეგ საკუთარ სტადიონ “ესტადიო ხორხე ლუის ხირსკიზე” დაბრუნდა. ამ ხნის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გერმანიის ნაკრებმა ევრო 2020-ისათვის საშინაო ფორმა წარადგინა (ფოტო)

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისათვის “ადიდასის” მიერ შექმნილი საშინაო ფორმა წარადგინა. გთავაზობთ ფოტოებს:...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხოჭოლავა: “ნუ მოუსმენთ ქვის ხანაში ჩარჩენილ ხალხს”

დონეცკის “შახტარის” ქართველმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ ბრაზილიელი თანაგუნდელები გაამხნევა. 10 ნოემბერს, უკრაინის პრემიერ ლიგაში დონეცკის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფაბიო კაპელო: “რონალდუს სამი წელია მეტოქე არ მოუტყუებია”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ “იუვენტუსსა” და “მილანს” შორის გამართული მატჩის შემდეგ კრიშტიანო რონალდუ გააკ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუმ სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა

10 ნოემბერს, იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერი: “ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთი უნდა ითამაშონ”

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” მწვთნელი, სტივ კერი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთის სკოლა უნდა გაიარონ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მარსელის” ფანები “ლიონთან” მატჩის წინ (ვიდეო)

10 ნოემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურში “მარსელმა” საკუთარ მოედანზე “ლიონი” მიიღო და მეტოქე მინიმალური […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემოციური კადრები: დაპირისპირება ტაისონსა და კიევის “დინამოს” ფანებს შორის (ვიდ

10 ნოემბერს, უკრაინის პრემიერ ლიგაში დონეცკის “შახტარმა” ხარკოვში კიევის “დინამოს” უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაიან გიგსის ახალი მეგობარი გოგონა, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსია (ფოტო)

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უელსის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, 45 წლის რაიან გიგსს ახალი მეგობარი გოგონა […]...
წაკითხვა