“გუნდს გუშინ შემოუერთდა” – ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო?
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ “გენტის” ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ჯერ-ჯერობით კვლავაც უცნობია, ითამაშებს თუ არა ქართველი ფეხბურთელი 4 აპრილს, ბელგიის ჩემპიონატში, “სტანდარტის” წინააღმდეგ.
21 წლის შემტევ ნახევარმცველს ტრავმის გამო დიდიდ დრო გაუცდა, სანაკრებო პაუზის დროს “გენტის” რიგებში ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, მაგრამ როგორც ჩანს, მან მუხლის ტკივილი ისევ იგრძნო.
“გენტის” მთავარმა მწვრთნელმა, ჰეინ ვანჰაზებრუკმა პარასკევს პრესკონფერენციაზე ჩაკვეტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა: “ჩაკვეტაძე კვლავ გამოგვაკლდა და გუნდს მხოლოდ გუშინ შემოუერთდა. ჯერ არ ვიცით, არის თუ არა ის მზად სათამაშოდ.”
ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში “გენტის” მაისურით 4 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან მოედანზე 237 წუთი გაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.