“გუნდში არავის ვაკავებთ”

თარიღი: ნოემბერი 23, 2020
მილანის “ინტერის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა გუნდის ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ დანიელი ფეხბურთელი “ნერაძურიში” “ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. მას თავდაპირველად ძირითადი გუნდის წევრად განიხილავდნენ, თუმცა 28 წლის ნახევარმცველი ანტონიო კონტეს სქემას ვერ მოერგო და დიდ ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს. ერიქსენი სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და “ინტერის” დატოვება ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე სურს. ჯუზეპე მაროტა ამბობს, რომ კლუბი არ დააკავებს იმ მოთამაშეებს, რომელთაც გუნდიდან წასვლა სურთ:

“კონტემ ამის შესახებ უკვე ამომწურავად ისაუბრა. მე მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ჩვენ გუნდში დარჩენას არ ვაიძულებთ მოთამაშეს, რომელსაც წასვლა სურს.

სიტუაცია განსახილველია, მანამდე კი ერიქსენი კონტეს განსაკურგულებაშია. კრისტიანისგან რაიმე სახის თხოვნა ჯერ არ მიგვიღია და როდესაც შესაბამისი დრო დადგება, ვეცდებით, მართებული გადაწყვეტილება მივიღოთ”.

კრისტიან ერიქსენს იტალიურ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. სპეციალიზებული პორტალი Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას 50 მილიონ ევროდ აფასებს.

კრისტიან ერიქსენმა მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით შვიდი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი ქმედებით თავი არ გამოუჩენია.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“მილანმა” სატრანსფერო ფანჯარა მეიტეს დამატებით გახსნა

“მილანის” ოფიციალური ვებ-გვერდი სიხარულით გვამცნობს ფრანგი ნახევარმცველის, სუალიჰო მეიტეს, ტრანსფერის შესახებ. ოფიციალური წყაროს ცნობით, ფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მილიკი, შესაძლოა, საფრანგეთის ჩემპიონატში ვიხილოთ

გავლენიანი უცხოური გამოცემა Sky Sports ადასტურებს ინფორმაციას “მარსელის” ხელმძღვანელთა მხრიდან არკადიუშ მილიკის ტრანსფერის შესახებ სერიოზუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მორატა: “ჩემ შვილებს მოვუყვები, რომ რონალდუსთან ერთად ვთამაშობდი”

ტურინის “იუვნტუსის” თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ, მის სუპერვარსკვლავ თანაგუნდელზე, კრიშტიანუ რონალდუზე, ისაუბრა. პორტუგალიელ რონალდუს სერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაოლო მალდინიმ მანჯუკიჩი შეითანხმა

იტალიური გამოცემა “კორიერე დელა სერა” წერს, რომ “მილანის” ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ თავდამსხმელ მარიო მანჯუკიჩთან [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ვამარა სანოგო ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელია

ბათუმის “დინამომ” ფრანგი თავდამსხმელი, ვამარა სანოგო დაიმატა. 25 წლის ფეხბურთელი საქართველოში იმყოფება, მან სამედიცინო შემოწმება […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თუ “ლაციო” რომას” დაამარცხებს, გავშიშვლდები” – იტალიე

იტალიელი მოდელი და მსახიობი ანა ფალკი პირობას დებს, რომ თუ 15 იანვარს “ლაციო” “რომას” დაამარცხებს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 14 იანვარი

“მილანი” მანჯუკიჩის წარმომადგენლებს ხვდება იტალიური გამოცემები ადასტურებენ ინფორმაციას “მილანსა” და მარიო მანჯუკიჩის წარმომადგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზირებულია

იტალიის ექს პრემიერ-მინისტრი და “მილანის” ყოფილი მფლობელი სილვიო ბერლუსკონი, რომელიც დღესდღეობით სერია B-ს ბინადარ “მონცას” [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“შუქურამ” 2 გამორჩეული ცენტრალური მცველი დაიმატა

ქობულეთის “შუქურამ” 2 ცენტრალური მცველის, ნიკა ჭანტურიას და გიორგი რეხვიაშვილის ტრანსფერები დაადასტურა. 24 წლის ჭანტურია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაპორტა: “ბარსელონამ” კრიშტიანუს ტრანსფერზე უარი თქვა, რასაც არ ვნანობ”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, აღიარებს, რომ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის განხორციელების შანსი ჰქონდა. “რ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელი და ფლეიმეიქერი დაასახელეს

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) უკანასკნელი ათწლეულის (2011-2020) საუკეთესო საკლუბო მწვრთნელი და ფლეიმეიქერი [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

გატუზო: “ყოველთვის ცისფერთვალება და ქერათმიანი ბრედ პიტი ვერ იქნები”

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო, “უდინეზესთან” ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესასთან საუბრობს. ̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი თუ რონალდუ? მესუთ იოზილმა შეკითხვას უპასუხა

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა სოციალურ ქსელ Twitter-ში გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა კრიშტია...
წაკითხვა