გურამ ადამაძე „დილაში“ ითამაშებს
მოახლოვებული ეროვნული ჩემპიონატისთვის „დილას“ მორიგი ფეხბურთელი შეემატა. ამიერიდან ამპულით ცენტრალური მცველი გურამ ადამაძე „დილას“ შემადგენლობაში იასპარეზებს. 25 წლის ფეხბურთელი შვიდი წლის განმავლობაში „ვიტ ჯორჯიას“ ღირსებას იცავდა, ბოლოს კი ქუთაისის„ტორპედოში“ ასპარეზობდა.
ასევე „დილაში“ განაახლა ვარჯიში ლეონარდო რამოსმაც, რომელიც 2012/13 წლების სეზონზე ჩვენს გუნდში ასპარეზობდა და ამ წელს მან ჩემპიონატში მეორე ადგილის დაკავებით, ვერცხლის მედლების მოპოვებაში დაეხმარა თავის გუნდს. ბოლოს რამოსი რუსეთის პირველი დივიზიონის ხაბაროვსკის „სკა-ენერგიაში“ გამოდიოდა. იგი ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის და იმედია გუნდს მალე შეუერთდება.
შეგახსენებთ რომ, XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას გორელები შინ ცხინვალის „სპარტაკის“ წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 17:30 წუთზე დაიწყება.
„დილას“ პრესსამსახური