გურამ გოშთელიანი ბულგარეთის მე-2 ლიგის გუნდში გადავიდა
“საბურთალოს” 23 წლის თავდამსხმელი გურამ გოშთელიანი კარიერას ბულგარეთის მე-2 ლიგის გუნდში, ბლაგოევგრადის “პირინში” გააგრძელებს.
“პირინი” ვტორა ლიგაში 4 მატჩის შემდეგ მე-3 ადგილზე იმყოფება.
გურამის ტრანსფერი პანდემიის გამო შეფერხდა და მას Tornado Sports Management დაეხმარა ბულგარეთში გადასვლაში.
გოშთელიანს “საბურთალოს” ახალგაზრდულ ისტორიაში გამორჩეული ფეხბურთელია.