გურამ კაშია: “ჩაკვე ფეხბურთით ცხოვრობს”
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და “სლოვანის” ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ ჩრდ.მაკედონიასთან ხვალინდელ მატჩამდე ჩაკვეტაძეზე და ლოჩოშვილზე ისაუბრა.
“ჩაკვეს აქამდე კარგად არ ვიცნობდი, მხოლოდ ნაკრებში ვხედავდი. არ ვიცოდი, როგორი იყო. მასთან, როცა დავიწყე მუშაობა, მართლაც ძალიან პროფესიონალი ყოფილა. სულ სავარჯიშო დარბაზშია. ხანდახან აქვს ისეთი პერიოდები, თითქოს ჩანს, რომ არ შრომობს, მაგრამ რეალურად, ძალიან მშრომელია”
“ფეხბურთით ცხოვრობს, უბრალოდ, ძალიან დიდი ხანი გაუცდა. დრო სჭირდება და აუცილებლად დაბრუნდება. იმედი მაქვს, მაღალ დონეზე შეძლებს თამაშს”
“ლოჩოშვილი გამორჩეული პროფესიონალია. მისი კარიერისთვის უდიდესი ნაბიჯი გადადგა იტალიაში გადასვლით, სადაც ურთულესი თამაშები ელის. ვუყურე მის 3 მატჩს “კრემონეზეში” და ეტყობა, როგორი მონდომებულია. მე მჯერა მისი”
ჩრდ.მაკედონიას “დინამო არენაზე” 20:00 საათზე მივიღებთ.