გურამ კაშია: “ჩვენი მიზანია ქულათა მაქსიმუმი დავაგროვოთ”
საქართველოს ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ ანდორასთან მატჩის წინ განაცხადა, რომ გუნდის მიზანი ქულათა მაქსიმუმის დაგროვებაა.
„როგორც ჩვენთვის ისე გულშემატკივრისთვის მომავალი ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას სახლში ვთამაშობთ. ამასთან ერთად ჩვენი მიზანია, რომ ქულათა მაქსიმუმი დავაგროვოთ და რეიტინგი გავიუმჯობესოთ, რათა ერთა ლიგის პლეი-ოფს საკუთარ სტადიონზე ვუმასპინძლოთ.
ეროვნულ ნაკრებში დიდი კონკურენციაა, ბევრი მოთამაშე იმსასურებს თამაშს, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 11 ფეხბურთელის ადგილია. აქედან გამომდინარე მწვრთნელმა უნდა გააკეთოს არჩევანი და დააბალანსოს შემადგენლობა ისე, რომ მომავალ ორ თამაშში მაქსიმალური ენერგია გვქონდეს”, – განაცხადა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ანდორას დღეს სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.