გურამ კაშია: “ჩვენი მსგავსი ნაკრებისთვის ორ თამაშში რვა გოლი შესანიშნავი შედეგია”
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები სენ კიტსისა და ნევისის გუნდს “მიხეილ მესხზე” ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 3:0 დაამარცხდა.
მატჩის შემდეგ Fanebi.Com-თან საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, გურამ კაშიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ყველამ იცის, რომ პირველი ტაიმი ისეთი ვერ იყო, როგორიც ჩვენ გვინდოდა. თუმცა, 3:0 მოვიგეთ და ეს კარგი რეზულტატია, ნამდვილად. ბოლო ორ თამაშში რვა გოლი გავიტანეთ, რაც ჩვენნაირი ნაკრებისთვის საკმარისი უნდა იყოს. მეორე ტაიმი უკეთესად ვითამაშეთ, უფრო მეტი ენერგია ჩავდეთ და უფრო გავიხსენით. პირველი ნახევარში კი იმიტომ გაგვიჭირდა, რომ დიდი ხანია, უთამაშებლები ვართ. ერთი თვე გავიდა, რაც ჩემპიონატები დამთავრდა და ფორმაში არ ვიყავით.”
“მესმის მაყურებლის უკმაყოფილება, თუმცა მეორე ტაიმში სამი გოლი გავიტანეთ, თან საკმაოდ ლამაზები. არაბიძის კარგმა თამაშმა გულშემატკივარი კმაყოფილი უნდა დატოვოს,” – აცხადებს კაშია.