გურამ კაშია: “დინამო” ჩემი გუნდია, მაგრამ…”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია 11-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, თუმცა კარიერას “ლოკომოტივში” გააგრძელებს. მან “სპორტი იმედის” გადაცემაში ისაუბრა.
“შემოთავაზებებს და სატრანსფერო ფანჯრის დახურვას ველოდებოდი. “ლოკომოტივმა” თავისუფლება მომცა, შემდეგ შეკრებაზე გავყევი და არასწორი იქნებოდა გუნდის შეცვლა. სავარჯიშო პროცესი მომეწონა, გარემო ძალიან მესიამოვნა. “დინამო” ჩემი გუნდია, მაგრამ ამ მომენტში “ლოკოს” ფეხბურთელი ვარ”, – განაცხადა კაშიამ.
“ნამდვილად არ ვეთანხმები, რომ ეროვნული ლიგაში დაბალი დონეა. ჩემი თანაგუნდელებიც, ახალგაზრდა ფეხბურთელებიც საკმაოდ კარგად თამაშობენ. არის სტადიონის საფარის პრობლემებიც და მოთამაშეებს ვურჩევდი, გაცილებით მეტი დრო გაატარონ სავარჯიშო დარბაზებში და ინდივიდუალურ ფიზიკურ მომზადება იფიქრონ”, – ამბობს კაშო.
2003-წლიდან 2010 წლამდე გურამი “დინამოში” თამაშობდა, შემდეგ “ვიტესში” 2010-წლიდან 2018 წლამდე, 2018 წლიდან კი ამერიკულ “სან-ხოსეში” იყო.