გურამ კაშია: “დროა, ბოლო საშინაო შეხვედრაში გულშემატკივარი გავახაროთ”

თარიღი: ოქტომბერი 11, 2019

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის უკვე ოთხი დღეა ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა 10 ოქტომბერს, ს.კ ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ეროვნულ ნაკრებს გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი შეუერთდნენ. საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. ამ ეტაპზე შეკრებაზე  23 ფეხბურთელი იმყოფება და ირლანდიისა და გიბრალტართან მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

გურამ კაშია: “ირლანდიასთან ყოველთვის საინტერესო თამაში გვაქვს. შემადგენლობას, რომელიც ამ მატჩისთვის ემზადება, ვფიქრობ, რომ შეუძლია არასასიამოვნო ტრადიციის შეცვლა და ირლანდიასთან სასურველი შედეგის მიღწევა. თუ გავითვალისწინებთ ბოლო მატჩებს ირლანდიასთან, უფრო უკეთესი მაჩვენებელი უნდა გვქონდეს.

ვფიქრობ, დროა წლის ბოლო საშინაო შეხვედრაში გულშემატკივარი გავახაროთ და ის შედეგი ვაჩვენოთ, რომელიც ყველას დაგვაკმაყოფილებს. დინამო არენაზე თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია და დარწმუნებული ვარ ირლანდიელთა წინააღმდეგ მატჩი ჩვენთვის გამორჩეული იქნება. ირლანდია ჯგუფის ლიდერია და მათთვის ყველა ქულას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ჩვენც ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ მათ წინააღმდეგ და შედეგიც აუცილებლად იქნება.”

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება. 11 ოქტომბერს, ორივე გუნდი მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. ჩვენი გუნდი კვლავ ს.კ ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშებს. ირლანდიელთა საწვრთნელ პროცესს კი, თბილისის “დინამო არენა” უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია),, გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ინტერი” — “ლუდოგორეცი” გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე მილანის “ინტერსა” და “ლუდოგორეცს” შორის ხუთშაბათს გასამართი მატჩი გულშემატკივრე...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამხრეთ აფრიკულმა გუნდმა დროის გაყვანის ხელოვნება ახალ დონეზე აიყვანა (ვიდეო)

სამხრეთ აფრიკის პრემიერ ლიგაში კურიოზული რამ მოხდა. “მამელოდი სანდაუნზმა” “ბლემ სელტიკი” 2:1 დაამარცხა. მატჩის ბოლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამირ ჰანდანოვიჩის მოლოდინში

მილანის “ინტერის” კიპერმა სამირ ჰანდანოვიჩმა ტრავმის გამო თითქმის ერთი თვე გამოტოვა, თუმცა სლოვენიელი მეკარე მოედანს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პიკე: “ბარსელონა” ფავორიტი არაა, არასოდეს დაგვავიწყდება “ლივერპული”

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა ჟერარ პიკემ “ნაპოლისთან” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსის” პრეზიდენტი აღიარებს, რომ გვარდიოლას კანდიდატურას განიხილავს

ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელი აღიარებს, რომ მომავალში გუნდის პეპ გვარდიოლასთვის ჩაბარების შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიეშმა განმარტა, თუ რატომ გააკეთა არჩევანი “ჩელსიზე”

ამსტერდამის “აიაქსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰაკიმ ზიეშმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, თუ რატომ გააკეთა არჩევანი ლონდონის “ჩელსიზე̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

გატუზო: “ჩვენ მხოლოდ მესის წინააღმდეგ არ ვთამაშობთ”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ “ბარსელონასთან” გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე კომენტარი ლიონელ მესის შესახებ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქვილითაია: “იმედი მაქვს, ამ გოლით უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდები”

“გენტის” თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ “სენტ-ტრიუიდენთან” გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, “გენტმა&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორ შეაჩერა ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის შეტევა (ვიდეო)

მაკედონიის ჩემპიონატში, ერთ-ერთ მატჩში ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის შეტევა ორიგინალური ხერხით შეაჩერა. Handball in First Macedonian […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი გოლი გაიტანეს გიორგი მაკარიძის კარში მატჩის ბოლო წამებში (ვიდეო)

23 თებერვალს, პორტუგალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში გიორგი მაკარიძის “ვიტორია სეტუბალი” სტუმრად “ბრაგას” დაუპირისპირდა და 3:1 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარის წითელი ბარათი “ბორდოსთან” მატჩში (ვიდეო)

23 თებერვალს, საფრანგეთის ლიგა 1-ში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ბორდო” მიიღო და მეტოქე 4:3 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კასტილიაში” მიღებული წითელი ბარათის გამო, როდრიგო “კლასიკოს” გამო

მადრიდის “რეალმა” მოახლოებული “ელ კლასიკოს” წინ კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიიღო. “ბლანკოსის” ახალგაზრდა შემტევმა რო...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქვილითაიამ “სენტ-ტრიუიდენს” გაუტანა (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში “გენტი” “სენტ-ტრიუიდენს” მასპინძლობს. მატჩის მე-14 წუთზე გიორგი ქვილითაიამ სტუმართა კარი აიღო [...
წაკითხვა