გურამ კაშია: “ეს მწვრთნელისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც პრობლემაა…”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ ირლანდიასთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“პირველ რიგში, კალათბურთელებს გუშინდელი წარმატება მივულოცო. ბიჭები გუშინ ლიტვასთან მატჩს ერთად ვუყურებდით. მეამაყება, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობებში წარმატებულები ვართ. არ ვიცი, სხვა სახეობების წარმატება რამდენად იქნება გადამდები. ფეხბურთი უფრო განვითარებულია მსოფლიოში, თუნდაც კალათბურთთან და თუნდაც რაგბთან შედარებით.
როცა გუნდი ერთ ტაიმს კარგად ატარებს და ერთს ცუდად, ეს უთამაშებლობის ბრალიცაა. შესაძლოა, ჯანი და ენერგია მხოლოდ 45 წუთით გეყოს, შემდეგ კი იღლები. სამწუხაროდ, ბევრ ფეხბურთელს გვაქვს ან აქვს ეს პრობლემა. ეს პრობლემაა მწვრთნელისათვისაც, რომელიც მოუმზადებელ ფეხბურთელს ერთ კვირაში ვერ მოამზადებს. სამწუხაროდ, უთამაშებლობის პრობლემა გვაქვს, რაც 90 წუთის მანძილზე ბევრ რამეს წყვეტს,” – განაცხადა კაშიამ.