გურამ კაშია “ლოკომოტივს” ესპანურ შეკრებაზე გაყვა

თარიღი: თებერვალი 7, 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი – გურამ კაშია, ლოკომოტივთან ერთად, ესპანეთში, საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება. გამოცდილი მცველი,”ლოკომოტივს”  ჯერ კიდევ თბილისური შეკრების დროს შემოუერთდა და უკვე 1 კვირაა, ლოკომოტიველებთან ერთად ვარჯიშობს.

“ცხადია, გურამ კაშიას მომავალი, ქართულ საფეხბურთო წრეებსა და გულშემატკივრებში დიდი ინტერესის საგანია. ამიტომ, გურამს ვთხოვეთ, თავად ესაუბრა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და არსებული კითხვებისთვის პასუხი გაეცა” – წერს “ლოკოს” პრესსამსახური.

გურამ კაშია: „ლოკომოტივს თბილისშივე შევუერთდი და უკვე ერთი კვირაა, გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. ქართულ ფეხბურთში ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და კლუბის ხელმძღვანელებს ვთხოვე, თუ საშუალება იყო, დავმატებოდი და ფორმის აღსადგენად მევარჯიშა. მოგეხსენებათ, ევროპულ ჩემპიონატებში უკვე მეორე წრე დაიწყო და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვარჯიშის დაწყება.

ლოკომოტივში გაგებით მოეკიდნენ ჩემს სიტუაციას და მწვრთნელისა და მენეჯმენტის თანხმობის შემდეგ, გუნდს შევუერთდი. მინდა ვთქვა, რომ ძალიან გვესიამოვნა ერთად მუშაობა და რადგან ჩვენი სურვილები ერთმანეთს დაემთხვა, გადაწყდა, რომ გუნდს ესპანურ შეკრებაზეც გამოვყვებოდი.

ეს ჩემთვის საინტერესო პროცესია. ლოკომოტივი ძალიან კარგი გუნდია, მშვენიერი გარემო და პირობებია და ვარჯიშებით მხოლოდ სიამოვნებას ვიღებ. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა გუნდის მთავარ მწვრთნელს და კლუბის ხელმძღვანელობას. მათთან მუშაობა ძალიან მომწონს.

პარალელურად, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რამდენიმე გუნდთან და მათ შორის, შემიძლია თბილისის ლოკომოტივიც დავასახელო. ჯერჯერობით, სულ ესაა. ვნახოთ, რა იქნება. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. დღეს ლოკომოტივში ვარ და ძალიან მსიამოვნებს აქ ყოფნა.“

კაშო ბოლოს ამერიკულ “სან ხოსეში” თამაშობდა, რომელიც ვაკო ყაზაიშვილთან ერთად დატოვა. მანამდე “ვიტესის” კაპიტანი იყო წლების განმავლობაში, საქართველოში კი “დინამო თბილისში” ასპარეზობდა.

Fcloco.ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“სიტი” ზაფხულში მესისა და ჰოლანის დამატებას აპირებს

“მანჩესტერ სიტი” დამდეგ ზაფხულს “ბარსელონადან” ლიონელ მესის, დორტმუნდის “ბორუსიადან” კი ერლინგ ჰოლანის დამატება აპ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიქაუტაძის გოლი “ლიერსის” კარში (ვიდეო)

ბელგიის რანგით მეორე დივიზიონში, “ლიერსსა” და “სერენს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში 32-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბექჰემმა მესისა და რონალდუს შესაძლო ტრანსფერებზე გააკეთა კომენტარი

დევიდ ბექჰემმა პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ მის მფლობელობაში მყოფი “ინტერ მაიამი” მომავლშიც შეეცდება ევროპულ ფეხბურთში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელია გიორგი ჯიქიასა და აირტონის წინააღმდეგ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Khvicha 😍#RPL #Rubin pic.twitter.com/mpUr1mRQST — Russian Premier Liga (@premierliga_en) February 28, 2021...
წაკითხვა
ფეხბურთი

წარმოუდგენელი გოლი ინგლისში (ვიდეო)

“ნოთს ქაუნთი” – “ოქრსფორდ სიტი” ელიშა სემის გოლი Buckle in for one of the most […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასანო: “იუვენტუსმა” რონალდუს ტრანსფერით შეცდომა დაუშვა”

იტალიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა წევრმა, ანტონიო კასანომ, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ “იუვენტუსის” მხრიდან კრიშტიანუ რონალდუს [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ნემსაძემ მსაჯს შეაგინა – “დინამოს” მწვრთნელს წითელი ბარათი უჩვენე

27 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ლიგის ახალი სეზონი დაიწყო. გახსნით მატჩში თბილისის “დინამო” საკუთარ მოედანზე წყალტუბოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმმა” “ტორპედო” ბოლოსკენ გატეხა

ეროვნული ლიგის ახალი სეზონის მე-2 მატჩს ქუთაისმა უმასპინძლა. “ტორპედოსა” და “დინამო ბათუმის” მატჩი მინიმალური ანგარიშით, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო” “სამგურალი” ფრე დასრულდა – კუხიანიძე საუკეთესოა

ეროვნული ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი “დინამო თბილისსა” და წყალტუბოს “სამგურალს” შორის ფრედ დასრულდა. 30-ე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიმდინარე სეზონის ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი სერგო კუხიანიძემ გაიტანა (ვიდეო)

თბილისის “დინამო – წყალტუბოს “სამგურალი” სერგო კუხიანიძის გოლი “დინამოს” კარში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასანო: “იუვენტუსში” რონალდუს ტრანსფერი არასწორი პროექტია”

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ აღნიშნა, რომ ტურინის “იუვენტუსმა” კრიშტიანუ რონალდუს დამატებით შეცდომა დაუშვა. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალომ” “დინამოს” 24 წლის შემტევი დაიმატა

“დინამო თბილისის” 24 წლის შემტევი აკაკი შულაია კარიერას “საბურთალოში” გააგრძელებს. შულაიამ “საბურთალოსთან” 3-წლიან...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაუტარო მარტინესი: “ბარსელონასთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი”

მილანის “ინტერის” ვარსკვლავმა, ლაუტარო მარტინესმა, “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერსა და საკუთარ მომავალზე ისაუბრა. არგენტინელი ...
წაკითხვა