გურამ კაშია: “მოუთმენლად ველი ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას”

თარიღი: მარტი 25, 2022

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად ამხანაგურ მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე, გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.

“მეტოქეს ცნობილი და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრები განსხვავებული სისტემით თამაშობს და ეს საინტერესო მატჩია ჩვენთვის. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. რა თქმა უნდა, ეს ამხანაგური თამაშია და ამ ყველაფერს ორივე გუნდი ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს.

აქ მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში გვქონდა. დროის დიდი ნაწილი ტაქტიკურ ვარჯიშებს დავუთმეთ. ვმუშაობთ იმავე ტაქტიკაზე, რომლითაც უკანასკნელი მატჩები ვითამაშეთ. ძალიან საინტერესო მეტოქეები გვყავს ამხანაგურ შეხვედრებში. ვფიქრობ, რომ თითქმის იგივე დონის გუნდები არიან, რაც ჯგუფში გვეყოლება ერთა ლიგაზე. რა თქმა უნდა, მოგება გვსურს, მაგრამ ამხანაგური თამაშებია და რაც შეიძლება მეტი უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რისი ჩვენებაც ოფიციალურ მატჩებში გვინდა. გუნდში რამდენიმე ახალი სახეა, რასაც მივესალმები. ალბათ მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი და ჩვენც უფრო უნდა გამოვასწოროთ ის წუნი, რაც ბოლო თამაშებში გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ ის მატჩები, გვინდა, რომ უფრო დავხვეწოთ ის სისტემა, რაზეც ახლა ვმუშაობთ.

მადლობა ყველას ნდობის გამოცხადებისთვის. კაპიტნობა ჩემთვის დიდი პასუხისმგელობაა და იმედი მაქვს თავს გავართმევ. ყოველთვის ვაკეთებდი ყველაფერს, რაც შემეძლო, თუმცა კაპიტნობა, რა თქმა უნდა, უფრო დიდი მოტივაციაა და ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემი გამოცდილებით დავეხმარო გუნდს”, – ციტირებს კაშიას სიტყვებს Nakrebi.Ge.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი პირველ არხზე შეგეძლებათ.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კვარას სახალისო ეპიზოდი დაჯილდოების შემდეგ, რომელსაც მილიონობით ნახვა აქვს (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიას დაჯილდოების შემდეგ იტალიელი ჟურნალისტი იტალიურ ენაზე უსვამდა კითხვას და კვარამ იტალიურად შეაჩერა, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ირანელებმა ნაკრების გვერდი აიკლეს – “მეფე გიორგი, შენთან ვართ!”

როგორც იქნა, 32 წლის ასაკში გიორგი გველესიანი საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს. ნაკრებმა 11 ფეხბურთელთან ერთად შეკრება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური პრესა: ბათუმის “დინამოს” მორიგი ფეხბურთელი სერია A-ში ითამაშებს!

იტალიური მედიის ინფორმაციით, სერია A-ში დაწინაურებული “ფროზინონე” აქტიურად განიხილავს ბათუმის “დინამოს” მარჯვენა ვინგერის, გიო...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდას ინგლისში ტრანსფერი ისტორიას დაწერს?

ესპანური მედიის ინფორმაციით, “ვალენსიას” გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს. საქმეში ინგლისური კლუბები […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მეცმა” მიქაუტაძეს ძალიან დიდი ფასი დაადო

საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირსა და ფეხბურთელს, ჟორჟ მიქაუტაძეს “მეცი” 27 მილიონად შეელევა. ფრანგული პრესის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას წარმატების მთავარი საიდუმლო! ნიცა თავაძეს მარადონაზე ერთი მატჩიც არ გაუცდენია!

ხვიჩა კვარაცხელიას წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საცოლე, ნიცა თავაძეა. იტალიური მედია ნიცაზე აქტიურად წერს: “ნიცა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

Gazzetta: “ნაპოლის” ეს მწვრთნელი ჩაიბარებს!

იტალიური მედიის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდის მთავარ მწვრთნელად “ფიორენტინას” მენტორის, ვინჩე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია: “ქართველებს ნეაპოლი და “ნაპოლი” განსაკუთრებულად შეუყვ

“ნაპოლის” შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონობა მოიპოვა, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო მეპასე გახდა. კვარამ [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” კვარას სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის

Gazzeta Dello Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” მზად არის “ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

30 ათასი ევროდან კვირაში 70 ათასამდე, მაგრამ მაინც ცუდი კონტრაქტი?!

იტალიური მედიის ინფორმაციით, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანიოლმა გველესიანი გამოიძახა/კვარა, მამარდა, ზურიკო ეროვნულ ნაკრებში იქნებიან

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარიო რუის საბოლოო ულტიმატუმი “ნაპოლის” – ან მე ან ის!

“ნაპოლის” პორტუგალიური მარცხენა მცველი მარიო რუი ხელმძღვანელობას ულტიმატუმს უყენებს. მას სურს ძირითადში მუდმივად ითამაშოს, წინააღმდეგ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თორნიკე კვარაცხელია? ის ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი აგენტი, თემურ უგრეხელიძე ხვიჩა და თორნიკე კვარაცხელიებზე საუბრობს. “დამიჯერეთ, ასეთი ტალანტი 50 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყველა ვარსკვლავი საუდის არაბეთში მიდის! მესი, ბენზემა, მოდრიჩი, აზარი…

გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის გუნდები მსოფლიო ვარსკვლავებს საოცარ პირობებს სთავაზობენ და ახალი სეზონიდან საუდის არაბეთში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიქაუტაძის დამატება 15-ზე მეტ კლუბს სურს

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ჟორჟ მიქაუტაძეს “მეცში” საოცარი სეზონი აქვს და მის მიმართ ძალიან დიდი დაინტერესებაა. […]...
წაკითხვა