გურამ კაშია: “შვეიცარიის ნაკრებმა მეორე ტაიმში ძალიან გვაჯობა”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ შვეიცარიასთან მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“პირველი ტაიმი ძალიან კარგი იყო, მეორე ნახევარში კი შვეიცარიის ნაკრებმა ძალიან გვაჯობა. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. შვეიცარიამ დამსახურებულად მოიგო. მარცხენა ფლანგის პოზიცია ჩემი არ არის და რაც შემეძლო, ის გავაკეთე. ფიზიკურად, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. 90 წუთი ვითამაშე და კიდევ შემიძლია ვითამაშო. აუცილებლად ვეცდებით, რომ ირლანდიასთან დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ”, – განაცხადა კაშიამ.