გურამ კაშია უეფას ფილმში პოგბასთან და მოურინიოსთან ერთად დისკრიმინაციაზე საუბრობს (ვიდეო)
UEFA-ს მიერ გადაღებულ ფილმში “Outraged” გურამ კაშია, ჟოზე მოურინიო, პოლ პოგბა, დეიან ლოვრენი, ნადია ნადიმი და სხვები დისკრიმინაციის პირად გამოცდილებაზე საუბრობენ და იმ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას, თუ რა გავლენას ახდენს დისკრიმინაცია ფეხბურთზე.
“ჩემს ქვეყანაში ლგბტ სამკლავურის გაკეთებას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. ნაკრებში თამაშამდე საპროტესტო აქცია გაიმართა ჩემს წინააღმდეგ. წარმომიდგენია, რა რთულია, როდესაც ბულინგის მსხვერპლი ხარ და მე ეს, ჩემს თავზე გამოვცადე. უფრო მეტად ოჯახის წევრებზე ვდარდობდი. უცნაური გრძნობაა, როდესაც ახალი ამბების გამოშვებაზე შენზე საუბრით იწყება, მაგრამ მშობლებისგან მხარდამჭერა მივიღე და მითხრეს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, სწორად ვიქცეოდი”, – ამბობს კაშია ფილმში.
კაშიამ ჰოლანდიურ “ვიტესში” თამაშის დროს გუნდს ლგბტ სამკლავურით უკაპიტნა, რასაც საქართველოში რამდენიმე წლის წინ დიდი გამოხმაურება და აღშფოთება მოჰყვა.