გურამ კაშიამ საფულე დაკარგა და მპოვნელს მხოლოდ ერთ რამეს სთხოვს (ვიდეო)

თარიღი: დეკემბერი 30, 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ გუშინ საფულე დაკარგა და მპოვნელს მხოლოდ ერთ რამეს სთხოვს.

“ძალიან მნიშვნელოვანი საბუთია მართვის მოწმობა, მართლა, ჩემთვის. ის თანხა, რომელიც შიგნით იდო და მთლიანად ბარათები არ მჭირდება. ერთი მართვის მოწმობა, რითიც ვარჯიშზე უნდა მივიდე და პასუხისმგებლობაც გაქვს უკვე”, – განაცხადა კაშიამ “იმედის” ეთერში.

წამყვანის, დიმა ობოლაძის განცხადებით, კაშია ჰოლანდიაში მართვის მოწმობის აღებას ვეღარ შეძლებს და მას ეს საბუთი განსაკუთრებით სჭირდება. გარდა ამისა, კაშია თავისი ხელმოწერიანი მაისურით დაასაჩუქრებს დამბრუნებელს.

მსგავსი სიახლეები