გურამ კაშიას ჯილდო ლევან კობიაშვილმა ჩაიბარა (ვიდეო)
30 აგვისტოს მონაკოში უეფას დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ევროპული ფეხბურთი მმართველმა ორგანომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დააჯილდოვა.
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა სპეციალური ჯილდოები გადასცა ლეგენდარულ დევიდ ბექჰემსა და ქართველ ფეხბურთელს, გურამ კაშიას.
ბექჰემი პრეზიდენტის სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა, გურამ კაშიას კი “თანასწორი თამაშის” ჯილდო გადაეცა. იმის გამო, რომ ქართველი მცველი ამჟამად აშშ-ში იმყოფება, მან მონაკოში ჩასვლა ვერ შეძლო, მისი ჯილდო კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ჩაიბარა.
კობიაშვილმა საზოგადოებას გერმანულ ენაზე მიმართა, ამის შემდეგ კი დარბაზის დიდ ეკრანზე გურამ კაშიას მიმართვა ჩაირთო.
“მინდა, ბატონ ალექსანრ ჩეფერინსა და უეფას ამ ჯილდოსათვის მადლობა გადავუხადო. ჩემთვის, ჩემი ოჯახისათვის და ჩემი ქვეყნისათვის ამ ჯილდოს მიღება დიდი მიღწევაა. ჩემთვის ამ ჯილდოს მიღება სურპრიზი იყო. ფეხბურთის თამაშს გავაგრძელებ, ხოლო მოედანზე და მის მიღმა ყოველთვის ვიდგები ადამიანების უფლებებისა და თანასწორობის გვერდზე. მადლობა კიდევ ერთხელ”, – განაცხადა კაშიამ.
Guram Kashia has been presented with the #EqualGame award for his courageous public stand for equality ?️???❤️
Here's what he had to say… pic.twitter.com/JAt1r7MGR8
— UEFA (@UEFA) August 30, 2018