გურამ ქუთათელაძე: “მე 24 საათი და 7 დღე კვირაში ვარ ქართველი!”

თარიღი: ოქტომბერი 20, 2020

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება მოგაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გამარჯობა, ჩემო ქართველებო! პირველ რიგში მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო ასეთი მხარდაჭერისთვის. ძალიან ბევრ მოლოცვებს, მესიჯებს და ზარებს ვღებულობ საქართველოდან. ბოდიშს გიხდით რომ სამწუხაროდ ყველას ფიზიკურად ვერ ვუპასუხებ, მაგრამ თქვენი ყურადღება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

რამდენადაც იცით, მე პირადად უკმაყოფილო დავრჩი ჩემი გუშინდელი გამოსვლით ოქტაგონში, და როგორც უკვე რამდენჯერმე ვთქვი ინტერვიუში – ეს არ არის ის გურამი, რომელსაც მე და ყველა ჩემი თანაგუნდელი იცნობს და მითუმეტეს ეს არ იყო ჩემი საზღვარი. მე ყოველთვის გამოვთქვამ ჩემ აზრს გულით, მიუხედავად იმისა რას ფიქრობენ ამაზე სხვები. და იმ მომენტშიც, ბრძოლის შემდეგ, ვთქვი ისე როგორც ვგრძნობდი. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა რისი და რამდენ გზის ჩემპიონი იყო ჩემი მეტოქე, იყო თუ არა ის დაუმარცხებელი, მე შევდივარ ოქტაგონში ჩემი საქმის გასაკეთებლად და თვითონ ვარ ჩემითავისთვის ყველაზე მკაცრი მსაჯი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა ეს ბრძოლა მოვიგეთ და ჩვენს წინ ღმერთის წყალობით უფრო მეტი გველოდება!

რაც შეეხება ზოგიერთი თქვენგანის კომენტარებს იმის თაობაზე რატომ არ ავაფრიალე ქართული დროშა. ყველამ კარგად იცის რომ რამოდენიმე თვე მე არ მიცხოვრია სახლში და თან ჩემი ბრძოლის წინ ვიყავი ამერიკაში და დაბრუნების შემდეგ ისევ სახლში ჩაუსვლელად მივიღე ერთი კვირის short-noticeზე ეს ბრძოლა. მე ჩემი საქართველოს და შვედეთის დროშა როგორც ხვდებით ჯიბეში არ დამაქვს და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდი არც მის წამოღებას და არც გამოგზავნას, მაგრამ არც მგონია ეს ისეთი საგანგაშო ამბავი იყოს, იმიტომ რომ მე ისედაც ოფიციალურად პრომოუშენში წარმოვადგენ საქართველოს და ასევე ჩემი სახელით და გვარითაც წარმოვადგენ მას. რა თქმა უნდა არ არის ზედმეტი კიდევ ერთი ქართული დროშა ივენთზე მაგრამ მე 24 საათი და 7 დღე კვირაში ვარ ქართველი და ოქტაგონში თუ მის გარეთ წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას და ვამაყობ მით.

და იგივე რაც შეეხება თქვენს კითხვებს რელიგიაზე, რატომ არ მეკეთა ჯვარი და ასე შემდეგ. რამოდენიმეჯერ ვნახე კომენტარებში რომ “ურწმუნო”-ს მეძახიან და ეს, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან შეურაწყობელია ჩემთვის და ალბათ ნებისმიერი ადამიანისთვის რომელსაც ღმერთის სწამს. როდესაც ასეთ კომენტარებს ვკითხულობ ისეთი გრძნობა მაქვს რომ ადამიანი ცდილობს ჩემს ლოცვაში ცხვირის ჩაყოფას. ჩემს რწმენაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ. მე ღმერთის წინ ვაგებ პასუხს და არა კომენტატორებს წინ, და არავის დასანახად არ ვცდილობ გამოვჩნდე რელიგიური, ეს ჩემი ცხოვრების ძალიან პირადი და მნიშვნელოვანი ნაწილია.

ამიტომ ეს იქნება ჩემი ერთად ერთი რეაქცია ამ საკითხის თაობაზე და იმედი მაქვს არ დავუბრუნდებით ამასზე ლაპარაკს.

კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველა მხარდაჭერს. შევეცდები ყოველთვის გაგახაროთ!” – აცხადებს ქუთათელაძე.

შეგახსენებთ, რომ გურამმა 18 ოქტომბერს UFC-ში სადებიუტო ორთაბრძოლა გამართა და პოლონელი მატეუშ გამროტი დაამარცხა.



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ილია თოფურიამ ფანი 1 დარტყმით ჩაკეცა – ქართველი მატადორის ძალა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ფანებს ხვდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მას ავტოგრაფის ნაცვლად მუცელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: “საშინლად არ მომწონს ის ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ&

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. კომენტარებში, დოლიძემ დამატებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა

43 წლის ქართველი მებრძოლი ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღის წინ ამერიკის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც 2017 წლიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორც იქნა – ავთანდილ ხურციძე თავისუფალია!

ცნობილი ქართველი მებრძოლი, ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაბრუნდა. როგორც ჩანს, ხურციძე ამერიკის ციხიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დვალიშვილმა 50 ათასი დოლარი მიიღო? საქმეში ლიანა ჯოჯუა ჩაერთო

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის მეგობარს, ONE FC-ის ჩემპიონს, ანატოლი მალიხინს 50 ათასი დოლარი დიდი ხნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პიოტრ იანი: “რეაბილიტაცია სრული სვლით!”

UFC-ის რუსი მებრძოლი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, როგორც ფიზიკურად, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰასბულას სერიოზული პრობლემები აქვს – კატას დაარტყა (ვიდეო)

ჰასბულა მაგომედოვს სერიოზული პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ის კატას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

უცნაური სანახაობა – კოცნა ჩხუბის ნაცვლად (ვიდეო)

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც MMA-ს მებრძოლები, კარინა პედრო და დენისა რიანდოვა აწონვისას ერთმანეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შ

12 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა. ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მერაბი რუს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა! (ვიდეო)

12 მარტს, UFC-ში მერაბ დვალიშვილ რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ქართველმა რუსი მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იანმა დვალიშვილს დაარტყა (ვიდეო)

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს ხელი დაარტყა და მისი გამოწვევა სცადა. ბრძოლა 12 მარტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“კარიერა ძალით დაამთავრებინესო… ვინ გააგდო საქართველოდან?” – ჟურნა

სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდილაძე ელენე გედევანიშვილს ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა. ელენემ აღნიშნა, რომ […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელენე გედევანიშვილი: “მომიშორეს… რუსეთის სახელით მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ ამას

“რუსთავი 2”-მა ელენე გედევანიშვილთან ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. გედევანიშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებს ფიგურულ ციგურაობას [&hel...
წაკითხვა