გურამ ქუთათელაძე: “მე 24 საათი და 7 დღე კვირაში ვარ ქართველი!”

თარიღი: ოქტომბერი 20, 2020

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება მოგაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გამარჯობა, ჩემო ქართველებო! პირველ რიგში მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო ასეთი მხარდაჭერისთვის. ძალიან ბევრ მოლოცვებს, მესიჯებს და ზარებს ვღებულობ საქართველოდან. ბოდიშს გიხდით რომ სამწუხაროდ ყველას ფიზიკურად ვერ ვუპასუხებ, მაგრამ თქვენი ყურადღება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

რამდენადაც იცით, მე პირადად უკმაყოფილო დავრჩი ჩემი გუშინდელი გამოსვლით ოქტაგონში, და როგორც უკვე რამდენჯერმე ვთქვი ინტერვიუში – ეს არ არის ის გურამი, რომელსაც მე და ყველა ჩემი თანაგუნდელი იცნობს და მითუმეტეს ეს არ იყო ჩემი საზღვარი. მე ყოველთვის გამოვთქვამ ჩემ აზრს გულით, მიუხედავად იმისა რას ფიქრობენ ამაზე სხვები. და იმ მომენტშიც, ბრძოლის შემდეგ, ვთქვი ისე როგორც ვგრძნობდი. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა რისი და რამდენ გზის ჩემპიონი იყო ჩემი მეტოქე, იყო თუ არა ის დაუმარცხებელი, მე შევდივარ ოქტაგონში ჩემი საქმის გასაკეთებლად და თვითონ ვარ ჩემითავისთვის ყველაზე მკაცრი მსაჯი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა ეს ბრძოლა მოვიგეთ და ჩვენს წინ ღმერთის წყალობით უფრო მეტი გველოდება!

რაც შეეხება ზოგიერთი თქვენგანის კომენტარებს იმის თაობაზე რატომ არ ავაფრიალე ქართული დროშა. ყველამ კარგად იცის რომ რამოდენიმე თვე მე არ მიცხოვრია სახლში და თან ჩემი ბრძოლის წინ ვიყავი ამერიკაში და დაბრუნების შემდეგ ისევ სახლში ჩაუსვლელად მივიღე ერთი კვირის short-noticeზე ეს ბრძოლა. მე ჩემი საქართველოს და შვედეთის დროშა როგორც ხვდებით ჯიბეში არ დამაქვს და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდი არც მის წამოღებას და არც გამოგზავნას, მაგრამ არც მგონია ეს ისეთი საგანგაშო ამბავი იყოს, იმიტომ რომ მე ისედაც ოფიციალურად პრომოუშენში წარმოვადგენ საქართველოს და ასევე ჩემი სახელით და გვარითაც წარმოვადგენ მას. რა თქმა უნდა არ არის ზედმეტი კიდევ ერთი ქართული დროშა ივენთზე მაგრამ მე 24 საათი და 7 დღე კვირაში ვარ ქართველი და ოქტაგონში თუ მის გარეთ წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას და ვამაყობ მით.

და იგივე რაც შეეხება თქვენს კითხვებს რელიგიაზე, რატომ არ მეკეთა ჯვარი და ასე შემდეგ. რამოდენიმეჯერ ვნახე კომენტარებში რომ “ურწმუნო”-ს მეძახიან და ეს, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან შეურაწყობელია ჩემთვის და ალბათ ნებისმიერი ადამიანისთვის რომელსაც ღმერთის სწამს. როდესაც ასეთ კომენტარებს ვკითხულობ ისეთი გრძნობა მაქვს რომ ადამიანი ცდილობს ჩემს ლოცვაში ცხვირის ჩაყოფას. ჩემს რწმენაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ. მე ღმერთის წინ ვაგებ პასუხს და არა კომენტატორებს წინ, და არავის დასანახად არ ვცდილობ გამოვჩნდე რელიგიური, ეს ჩემი ცხოვრების ძალიან პირადი და მნიშვნელოვანი ნაწილია.

ამიტომ ეს იქნება ჩემი ერთად ერთი რეაქცია ამ საკითხის თაობაზე და იმედი მაქვს არ დავუბრუნდებით ამასზე ლაპარაკს.

კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველა მხარდაჭერს. შევეცდები ყოველთვის გაგახაროთ!” – აცხადებს ქუთათელაძე.

შეგახსენებთ, რომ გურამმა 18 ოქტომბერს UFC-ში სადებიუტო ორთაბრძოლა გამართა და პოლონელი მატეუშ გამროტი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

რუსი და ესპანელი კომენტატორების რეაქცია ლაშა ტალახაძის ახალ მსოფლიო რეკორდზე (ვიდეო)

11 აპრილს, მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე +109 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ გამოეხმაურა ბეჰდად სალიმი ლაშა ტალახაძის მიერ ევროპის ჩემპიონატის მოგებას? (ფოტო)

11 აპრილს, მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე +109 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ემოციური კადრი – ასანიძე და თურმანიძე სამწუხარო შემთხვევის შემდეგ (ვიდეო)

11 აპრილს, მოსკოვში გამართულ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე +109 კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენებმა იასპარეზეს. ირაკლი თურმანიძემ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძემ მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა! (ვიდეო)

11 აპრილს, მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე +109 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პედი პიმბლეტი: “ქართველებს ჩემი მისამართი გავუგზავნე, მაგრამ არავინ მოსულა”

UFC-ის ახალწვეულმა, პედი პიმბლეტმა გურამ ქუთათელაძისა და ქართველების მიმართ კვლავაც აგრესიულად ისაუბრა. ინგლისელმა მებრძოლმა რამდენიმე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა გააკეთა ანტონ პლიესნოიმ რუსეთში ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ? (ფოტო, ვიდეო)

9 აპრილს, მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე წარმოშობით უკრაინელმა ანტონ პლიესნოიმ საქართველოს სამი ოქროს მედალი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მათემატიკის მასწავლებელი – როგორ გამოვიდა აწონვებზე ბრიტანელი მორკივე? (ფოტო)

ხვალ, 35 წლის ბრიტანელი მოკრივე ებანი ბრიჯსი შენონ კორტნის დაუპირისპირდება. ბრძოლამდე ერთი დღით ადრე, ბრიჯსი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“თავისუფლებას გაუმარჯოს!” – გიორგი ასანიძის ემოციური სიტყვები მოსკოვიდან

9 აპრილს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა ანტონ პლიესნოიმ სამი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

9 აპრილს რუსეთში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა – პლიესნოი ევროპის ჩემპიონია! (ვიდეო)

9 აპრილს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა ანტონ პლიესნოიმ სამი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

სიმბოლური ჟესტი რუსეთში – რა გააკეთეს ქართველმა ძალოსნებმა 9 აპრილს? (ფოტო)

ქართველმა ძალოსნებმა და ექიმებმა 9 აპრილს დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივი მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სიმბოლური […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილის კიდევ ერთი დაზიანება ვარჯიშზე (ფოტო)

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ვარჯიშისას კიდევ ერთი დაზიანება მიიღო. 30 წლის სპორტსმენმა სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ნელა, შვილო, ნელა” – გიორგი ასანიძის ემოციები ევროპის ჩემპიონატზე მისი

6 აპრილს, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, კახი ასანიძემ იასპარეზა. კახი ნაკრების მთავარი მწვრთნელის, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რატომ ვერ იასპარეზებენ ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონატზე?

16-18 აპრილს, პორტუგალიის დედაქალაქი ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა საქართველოს ნაკრების ის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა დაემართა შოთა მიშველიძეს ევროპის ჩემპიონატზე? (ვიდეო)

4 აპრილს, შოთა მიშვლიძემ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი მოუპოვა. 61 კგ წონით კატეგორიაში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ქართველი ხარი” დაბრუნდა – კონსტანტინე ჯანაშიას პირველი ადგილი რუსეთში!

ქართველმა სთრონგმენმა კონსტანტინე ჯანაშიამ Siberian Power Show-ში მიიღო მონაწილეობა. 30 წლის სპორტსმენმა რუსეთში, კრასნოიარსკში გამართულ […]...
წაკითხვა