გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონია! (ვიდეო)
ქართველი ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! +100 კგ წონით კატეგორიის ფინალში თუშიშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს დაუპირისპირდა და მეტოქე ბოლო წამებში იპონით დაამარცხა.
თუშიშვილმა ტურნირი მეორე წრიდან დაიწყო, სადაც მან რუმინელი ნატეა იპონით დაამარცხა. მესამე წრეში ქართველმა ძიუდოისტმა უკრაინელ ხამოს ორი ვაზარი აუღო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მას გამოცდილი როი მეიერი შეხვდა. მეიერთან შეხვედრაში თუშიშვილს ორი ვაზარი გააუქმეს, თუმცა გურამმა დამატებით დროში ჰოლანდიელი მეტოქე იპონით დაამარცხა. ნახევარფინალში თუშიშვილმა მონღოლ ულზიბაიარს ორ წუთში იპონით სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გურამ თუშიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მესამე ძიუდოისტია, რომელმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. აქამდე, ეს ტიტული ირაკლი ცირეკიძემ და ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოიპოვეს.
თუშიშვილი – კოკაური
ვიდეო