„გურია“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თარიღი: სექტემბერი 4, 2015

საფეხბურთო კლუბმა „გურიამ“ თავის ოფიციალურ გვერდზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა.

„ბოლო დროს სისტემატური ხასიათი მიიღო საფეხბურთო კლუბ „გურიასა“ და მისი პრეზიდენტის, ზაზა ურუშაძის წინააღმდეგ ცილიმწამებლურმა კომპანიამ. ამჯერად კლუბის ლიცენზირების ყოფილი მენეჯერი ეკა ვადაჭკორია ბრალს გვდებს, თითქოს ჩვენ სპეციალურად უარი ვთქვით ლიცენზირების პირობების შესრულებაზე, რის გამოც დავჯარიმდით.

ზოგადად ასეთ აბსურდზე კომენტარს არ ვაკეთებთ, მაგრამ ქალბატონ ეკას შევახსენებთ, რომ ლიცენზია არ მიგვიღია მაშინაც, როცა ის იყო ლიცენზირების მენეჯერი. მეტიც _ „გურიას“ ლიცენზია არასდროს მიუღია.

ეს არ არის კლუბის დირექტორატის ბრალი და მით უმეტეს, არანაირად „გურიას“ პრეზიდენტ ზაზა ურუშაძის, ვინც კლუბს ყველანაირად გვერდში უდგას, თუმც არ აქვს შეხება არც ფინანსურ და არც სალიცენზიო საკითხებთან. არც ლიცენზირების ყოფილ თუ მოქმედ მენეჯერებს ვადანაშაულებთ ამაში _ ვინ ვინ და ქალბატონმა ეკამ კარგად იცის, რომ „გურიას“ ჰქონდა გადმომავალი ფინანსური დავალიანება, რომელსაც კლუბი ეტაპობრივად ისტუმრებს.
სწორედ ეს დავალიანება, ანუ გაუსტუმრებელი ვალდებულებები არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ლიცენზია ვერ მივიღეთ და არა აუდიტის მოწვევაზე თითქოსდა ჩვენი უარი, რასაც ადგილი არ ჰქონია _ კლუბს აუდიტი მოწვეული ჰყავდა!

ერთსაც დავამატებთ: ზაზა ურუშაძეს არანაირი სამსახურებრივი შეხება არ ჰქონია ლიცენზირების მენეჯერთან. შესაბამისად, მას ვერც დასტურს ეტყოდა და ვერც უარს აუდიტის მოწვევაზე. ქალბატონი ეკა თავის თავსაც ეწინააღმდეგება _ ჩემი წასვლის შემდეგ აღარ დარჩა აუდიტისთვის საბუთების მიმცემი პირიო, როცა მისივე თქმით, თურმე აუდიტზე უარი ვთქვით.

დასასრულ, დავძენთ, რომ „გურია“ აპირებს სარჩელის შეტანას იმ პირების წინაააღმდეგ, ვინც მიზანმიმართულ ცილიმწამებლურ კამპანიას ეწევა“, – ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

არჩევანი “რეალის” სასარგებლოდ გაკეთდა

ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუჩანო სპალეტი: “დღევანდელ ფეხბურთში ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელებია საჭირო”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. “კვარაცხელია ძლიერი ფეხბურთელია, ფიზიკურადაც გამოირჩევა დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლა ლიგამ ფანების მხრიდან მამარდაშვილის შეურაცხყოფა დაგმო

ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ხავიერ ტებესის ხელმძღვანელობით, 7 მაისს “ბილბაოს” ფანების მხრიდან “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პატივისცემა! – რა გააკეთა სადიო მანემ “ლივერპულის” მოგების შემდეგ? (ვიდე

“ლივერპულმა” FA თასის ფინალში “ჩელსი” პენალტების სერიაში დაამარცხა და ციმიკასის ბოლო პენალტის შემდეგ ყველა გამარჯვებას [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

უნდა გამოიძახოს სანიოლმა ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძე?

“ჰამბურგმა” მე-2 ბუნდესლიგაში მორიგი მატჩის მოგება მოახერხა და ბუნდესლიგაში გადასასვლელად “ჰერტას” წინააღმდეგ პლეი-ოფში ითამაშ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დაბრუნდება?

ლიონელ მესის “ბარსელონაში” დაბრუნება გამორიცხული არ არის. მეტიც, ფეხბურთელის მამა ხორხე მესი იმედს გამოთქვამს, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კანი: “ლევანდოვსკიმ კონტრაქტი უნდა შეასრულოს!”

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა გუნდიდან რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ არ მიჰყავს შოთა არველაძეს ქართველი ფეხბურთელები?

კვიპროსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თემურ ქეცბაია “ანორთოსისში” 30 წლის ქართველი თავდამსხმელის, ავთო ებრალიძის მიწვევას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გამოსათხოვარი წერილი

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანი, რომელიც მომავალი სეზონიდან “მანჩესტერ სიტის” ღირსებას დაიცავს, გერმანულ გუნდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვოლკოვი პოლონეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ითამაშებს

როგორც Azerisport იტყობინება, “ზირას” ქართველი თავდამსმელი დავით ვოლკოვი კარიერას პოლონეთში გააგრძელებს. ვოლკოვმა “ზირას” ახალ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პერიშიჩი ინგლისს უახლოვდება

მილანის “ინტერის” გარემარბი ივან პერიშიჩი კარიერას, სავარაუდოდ, ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. იტალიური Sport Mediaset-ის ინფორმაციით...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედომ” ჩხეტიანის დანიშვნა გადაიფიქრა?

ქუთაისის “ტორპედომ”, როგორც იქნა, გამარჯვება შეძლო და თბილისის “ლოკომოტივი” 0-3 დაამარცხა. ამჯერადაც, მთავარ მწვრთნელად ანალიტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდა 21-წლამდელებს შორის მე-5 ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეა

“ვალენსია” უახლოეს პერიოდში აპირებს გიორგი მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა წელსვე მინიმუმ 30 მილიონამდე გაზარდოს, როცა თბილისის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როცა შენი გუნდი 0-6 ნადგურდება, ლა ლიგიდან გავარდა და 90 წუთი არ გაჩერებულხარ (ვიდეო)

გუშინ მადრიდის “რეალმა” “ლევანტე” 6-0 გაანადგურა. “ლევანტე” ოფიციალურად გავარდა ლა ლიგიდან, თუმცა ვალენსიელების ერ...
წაკითხვა