‘’გურიამ’’ კიდევ ერთი უკრაინელი დაიმატა
ლანჩხუთის ‘’გურიამ’’ მესამე უკრაინელი ლეგიონერი, 26 წლის შუახაზელი დიმიტრი ზაზულია დაიმატა. ყველანაირი სატრანსფერო ფორმალობა უკვე მოგვარებულია და გურულთა ახალწვეული თავის გუნდს შაბათს, “შუქურასთან” შეხვედრაში დაეხმარება.
‘’ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან გავიარეთ კონსულტაცია და მესამე ლეგიონერით გავძლიერდით – დიმიტრი ზაზულიას ნახევარდაცვასა და დაცვაში შეუძლია თამაში. ის ჩვენს გუნდს უთუოდ გააძლიერებს” – ამბობს “გურიას” პრეზიდენტი ზაზა ურუშაძე.
შეგახსენებთ, რომ გურიაში უკვე ირიცხება 2 უკრაინელი: ნახევარმცველი დიმიტრი კონოვალოვი და თავდამსხმელი იური შეველი.