“გურიამ” წლის პირველი მატჩი ჩაატარა
დღეს ლანჩხუთის ,,გურიამ” მიმდინარე წლის პირველი ამხანაგური მატჩი გამართა ქობულეთის ,,ჩელე არენაზე”, სადაც პირველლიგელ ხელვაჩაურის ,,მაჭახელას” დაუხვდა და ბექა ბელქანიას ერთადერთი გოლით დაამარცხა. მომდევნო მატჩს ,,გურია” ხვალ ბათუმის ,,ადელთან” ბათუმში გამართავს 12 საათზე.
,,გურიამ” ტაიმები სხვადასხვა შემადგენლობით ჩაატარა:
პირველი ტაიმი: გოგუაძე, ჩასემი, ბერიანიძე, ნიკოლოზ კილაძე, ვ. ხორგუაშვილი, ჭეიშვილი, ბენჟამენი, გაგნიძე, ტ. კუკულაძე, პ. ხორგუაშვილი. კვერენჩხილაძე
მეორე ტაიმი: ბობღიაშვილი, ივანე კილაძე, ინგოროყვა, ბელქანია, ძამსაშვილი, გაჩეჩილაძე, ჟღენტი, შენგელია, ნ. ნარიაშვილი, ბააკაშვილი, ისიანი
ქობულეთი ,,ჩელე არენა”
გურია 1:0 მაჭახელა
გოლი: ბელქანია 53′
საფეხბურთო კლუბ ,,გურია” ლანჩხუთის პრესსამსახური