“გურიას” გიგლა იმნაძე გაუძღვება
“გურიას” მთავარი მწვრთნელი პოსტიდან გათავისუფლებული თემურ ლორიას ნაცვლად კლუბს გიგლა იმნაძე გაუძღვება.
„გურიასა‘‘ და თბილისის „დინამოს‘‘ ყოფილი მეკარის სამწვრთნელო კარიერა მშობლიურ გუნდში დაიწყო – გიგლა იმნაძემ 1990 წელს, პირველი ეროვნული ჩემპიონატის სტარტზე მურთაზ ხურცილავა შეცვალა და სადებიუტო სეზონში კლუბს ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებს მოუტანა: „გურია‘‘ პირველ ეროვნულ თასს დაეუფლა.
მისივე თავკაცობით 1990 და 1991 წლებში “გურიამ” ორჯერ მოიპოვა ვიცე-ჩემპიონის ტიტული. ვერცხლის მედლებს დაეუფლა მისი გაწვრთნილი ფოთის „კოლხეთიც‘‘. გიგლა იმნაძეს ასევე უმუშავია რუსთავის „მეტალურგში‘‘, თბილისის „სპარტაკსა‘‘ და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში.
გიგლა იმნაძე „გურიას‘‘ მთავარი მწვრთნელი მეხუთედ გახდა – ბოლოს მან პირველლიგელი „გურია‘‘ პლეიაუტში გაიყვანა. მიმდინარე სეზონიდან დღემდე მას მწვრთნელ-კონსულტანტის პოსტი ეკავა.