გურიას ფეხბურთელი გარდაიცვალა
25 წლის ნახევარმცველი, ნიკა კილაძე, რომელიც ლანჩხუთის “გურიას” ღირსებას იცავდა 7 ოქტომბერს, ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა.
კილაძე მოტოციკლით სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მასთან ერთად მყოფი მეგობარი გოგონა ადგილზე დაიღუპა.
ნიკა კილაძე წლების განმავლობაში ფინურ კლუბებში ასპარეზობდა. საქართველოში კი 2014 წელს დაბრუნდა და მას შემდეგ “გურიაში” ძმასთან ერთად თამაშობდა.
Fanebi.com მწუხარებას გამოთქვამს ფეხბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.