გურიას ქულების ჩამოკლება ემუქრება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე, განიხილეს სპორტული დავების არბიტრაჟისა და საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას” შორის არსებული დავის საკითხი. აღმასკომმა „გურიას”არბიტრაჟის მიერ ყოფილი მწვრთნელების თემურ ლორიასა და თენგიზ პატარაიას კონტრაქტით გათვალისწინებული ნარჩენი დავალიანების გადახდა დააკისრა.
ლანჩხუთელებს ვადა 7 სექტემბრამდე მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქულათა მარაგის 3-დან 9 ქულამდე ჩამორთმევით დაჯარიმდება. ამის შემდეგ კიდევ მიეცემა მოკლე ვადა და დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში გათამაშებიდანაც მოიხსნება.
გეტყვით, რომ საუბარია 40.000 ლარზე, რომელიც კლუბს 10 აგვისტომდე უნდა დაეფარა, ან მწვრთნელებთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა ხსენებული თანხის გადახდის გზების თაობაზე, ხოლო კლუბს საამისოდ ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს.