გურიისა და რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის რეგიონალურმა ფედერაციებმა სფფ-ს საარჩევნო ყრილობაზე ხმები დაკარგეს

სპორტული დავების განმხილველმა ტრიბუნალმა გურიისა და რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის რეგიონალურ ფედერაციებს არჩევნებში ხმის მიცემა აუკრძალა.
მოსამართლე ზურაბ ბიწაძემ, რომელიც ტრიბუნალის ხელმძღვანელის პოსტიდან რამდენიმე დღის წინ აღმასკომმა გაათავისუფლა, ეს გადაწყვეტილება დღეს განიხილა.
ტრიბუნალმა არ დააკმაყოფილა გურიის ფედერაციიდან არჩევნების დელეგატად გოჩა ტყებუჩავას წარდგენის საკითხი. ასევე წესდების დარღვევად სცნო რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის რეგიონალურ ფედერაციდან დელეგატის წარდგენა და გადაწყვიტა შემდეგი:
1.გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრთა მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
- გაუქმდეს სფფს აღმასკომის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლის თანახმადაც გურიიის რეგიონალური ფეხბურთის დელეგატად დამტკიცდა გოჩა ტყებუჩავა.
3.არ დაკმაყოფილდეს გამგეობის წევრთა მოთხოვნა სფფს 24-ე საარჩევნო ყრილობაზე აიპ გურიიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციიის დელეგატად იური ჩხაიძის კანდიდატის დამტკიცების შესახებ.
- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი დაუყოვნებლივ გადაეცეთ მხარეებს.
5.გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება და სავალდებულოა შესასრულებლად სფფს ყველა წევრისათვის მისი გამოქვეყნების თანავე.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომს, ტრიბუნალის გადაწყვეტილების შეცვლა არ შეუძლია, ის უფლებამოსილია მიიღოს ალტერნატიული გადაწყვეტილება.