გურულ დერბიში გამარჯვება “ბახმარომ” მოიპოვა
ეროვნული ლიგა 3-ის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შეხვედრაში, გურულ დერბიში გამარჯვება ჩოხატაურის “ბახმარომ” მოიპოვა. “ბახმარომ” გიგა კვერენჩხილაძის 48-ე წუთზე გატანილი გოლით ლანჩხუთის “გურია” დაამარცხა და 34 ტურის შემდეგ 72 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. “გურიას” 61 ქულა აქვს და 2 ქულით ჩამორჩება “საბურთალო 2”-ს, რომელთანაც შეხვედრა მომდევნო კვირაში მოუწევს. თუ გურულებისთვის ყველაფერი იდეალურად წარიმართა, შესაძლოა, ორივე გუნდი ლიგა 2-ში ვიხილოთ.
გურული დერბი ლიგა 3-ის ისტორიაში პირველი მატჩია, რომელიც ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში გულშემატკივარმა პირდაპირი ტრანსლაციის სახით ნახა.
გურია 0-1 ბახმარო
გოლი: გიგა კვერენჩხილაძე 48
გურია: თებიძე, ბერიძე (გელაშვილი 75), გაგნიძე, ვირუბოვი, ჩიკვილაძე, ზაქრაძე, ნარიაშვილი (გურეშიძე 51), შენგელია, სკოტარენკო (ჯიქია 59), წილოსანი, ჯოჯუა
მთავარი მწვრთნელი: გიგა იმედაიშვილი
ბახმარო: კეკელიძე, ჭკუასელი, ცინცაძე, დემიანოსი, დიდია (ქურდობაძე 82), შარაშენიძე (ნონიაშვილი 92), კვერენჩხილაძე, ბაკურაძე, გედენიძე (ქარჩილაძე 55), ოლიმპიო, ფირცხალაიშვილი
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ ლორია