გუს ჰიდინკი: “ჩელსი? ვნახოთ”
ჰოლანდიელი სპეციალისტი ინგლისის დედაქალაქში დაბრუნებას არ გამორიცხავს.
მოგესხენებათ, გუს ჰიდინკი ლონდონის “ჩელსის” 2009 წელს წვრთნიდა და გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე გაიყვანა. ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია ჟოზე მოურინიოს გათავისუფლებასთან და მის ადგილას ჰოლანდიელის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
“ტოპ-კლუბები ყოველთვის მიმზიდველად გამოიყურება”, – აცხადებს გუს ჰიდინკი.
“ბოლო წლებში რამდენიმე შემოთავაზება მომივიდა, მაგრამ არცერთი იყო ისეთი ვარიანტი, რომელიც ჩემთვის ხელსაყრელი იქნებოდა”.
“ჩელსი”? დაველოდოთ და ვნახოთ, რა იქნება მომავალში”, – დაასრულა “არისტოკრატთა” ყოფილმა თავკაცმა.
შეგახსენებთ, ამჟამად ჰიდინკი უმუშევარია. მისი ბოლო სამუშაო ადგილი ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იყო.