გუშინდელი ფეხბურთი Vs დღევანდელი ფეხბურთი
კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ფეხბურთში დიეგო მარადონა, პელე და კარლოს ვალდერამა ბატონობდნენ. მაშინ, როდესაც მიშელ პლატინის მსოფლიოს მეფეს უწოდებდნენ, ჯერ კიდევ არ თამაშობდნენ ბიზნესმენები და ფინანსური მონსტრები მთავარ როლს ფეხბურთში.
კარგია ეს, თუ ცუდი, ფაქტია, რომ ფეხბურთი შეიცვალა. დღეს, ამ ლამაზ თამაშში ფულის სუნი უფრო ტრიალებს, ვიდრე სიყვარულისა და ჟინის.
რა შეიცვალა ფეხბურთში? ამ კითხვაზე პასუხს Goal-ის მიერ გამოქვეყნებული საინტერესო კარიკატურები გაგცემთ …
მწვრთნელები
ერთ დროს, ფეხბურთის მწვრთნელთათვის სპორტული ტანისამოსი, წამზომი, წიგნაკი და კალამი განუყრელი აქსესუარებად ითვლებოდნენ. დღეს კი, მსოფლიოს უდიდესი მწვრთნელები ტაბლეტებითა და სხვა ტექნოლოგიებით არიან შეიარაღებულნი, რათა ფეხბურთელებს წინსვლაში დაეხმარონ. გარდა ამისა, მწვრთნელთა უმეტესობა მოედანზე სოლიდურ ფორმაში მყოფი გადის.
გულშემატკივრები
ადრე, ფანები უფრო მეტ თავისუფლებას გრძნობდნენ სტადიონზე. სტადიონზე ხშირად გვხვდებოდა პოლიტიკური ბანერები, ცეცხლის ალები და პეტარდები. ახლა კი, ყველას თავისი ადგილი აქვს, ყველა დაკვირვების ქვეშაა და ყველა სიმშვიდისკენ მიისწრაფვის.
ვარცხნილობები
იყო დრო, როდესაც თითქმის ყველა ფეხბურთელს ერთნაირი ვარცხნილობა ჰქონდათ: უკან გადაწეული გრძელი თმები. ახლა კი, ყველა ცდილობს, რომ საკუთარი სტილი ჰქონდეს. რისი ნათელი მაგალითიც “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა გახლავთ.
მარკეტინგი
ადრე, ფეხბურთელები მანქანებსა და ბენზინის მწარმოებელი ფირმებს უფრო არეკლამებდნენ, ახლა კი ისინი საცვლების გაპიარებასაც არ ერიდებიან.
სპონსორები
სპონსორები წინათ კლუბის განვითარებას უწყობდნენ ხელს და შემოსული თანხიდან ბონუსებსაც იღებდნენ. ახლა კი, ისინი ცდილობენ, რომ ყველას და ყველაფერს მიაკერონ თავიანთი ლოგო. სპონსორები ჩნდებიან პრეს-კონფერენციებზეც კი – თითოეული კლუბი სასმელი წყლის მომწოდებელ კომპანიას სათუთად ირჩევს.
ნომრები
ადრე ყველაფერი უფრო ადვილად იყო – 11 ფეხბურთელს გადანაწილებული ჰქონდათ ნომრები 1-დან 11-მდე. 1 ნომრით მეკარე თამაშობდა, 6-ით დაცვითი ტიპის ნახევარმცველი, 11-ით მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ვინგერი. ახლა კი ყველაფერი არეულია.
გოლის აღნიშვნა
ძველად, გოლს ყველა ფეხბურთელი ერთ სტილში აღნიშნავდა – ხელებაწეული ფეხბურთელები გულშემატკივრებისაკენ გარბოდნენ. დღეს კი გოლის აღნიშვნის უამრავი ვარიანტი არსებობს.
ფეხბურთელების წარდგენა
კლუბების ახალწვეულების პოსტერებს ადრე მაღაზიებში თუ გადავაწყდებოდით, ან სტიკერებზე. ახლა კი, სოციალურ ქსელში შესვლაც კი საკმარისია, რათა მათ თავს გადამხდარი თითოეული ისტორია გავიგოთ.